ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნია მორი
ჟანრი: პოეზია
29 იანვარი, 2009


ორისთვის

ორისთვისაა ეს სოფელი:
ბებო-ბაბუსთვის,
დედ-მამისთვის,
ვარდ-ბულბულისთვის...
მეც ხომ ორი ვარ, -
ერთი,
მაგრამ გ ა ო რ ე ბ უ ლ ი.
მიყვარს, როდესაც საკუთარი ჩრდილი დამყვება,
როცა მზე ჩადის,
ანდა
ტყუის მაჯის საათი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები