ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: თარგმანი
24 მაისი, 2018


ა. პუშკინი - ძიძას

ავჟამობაში ჩემო ნუგეშო,
ბებერო ჩემო ღუნღულა მტრედო!
სულ მარტოდ-მარტო ცაცხვთა უღრანში,
დიდი ხანია მნატრობ, მიმედობ.

გლოვობ, სარკმლის წინ სხივებს ქსოვს შუქი,
მიჰყვება ასე საათს საათი.
საქსოვ ჩხირებში გამოყავს მწუხრი
დაკოჟრილ თითებს ტაატ-ტაატით.

დავიწყებულ გზას, ჭიშკარს და ღობეს,
შავ და შორეულ კვალს თვალს უსწორებ;
შფოთვებით, სევდით და წინათგრძნობით
გევსება მკერდი ხშირად უფრორე.



НЯНЕ

Подруга дней моих суровых,
Голубка дряхлая моя!
Одна в глуши лесов сосновых
Давно, давно ты ждешь меня.

Ты под окном своей светлицы
Горюешь, будто на часах,
И медлят поминутно спицы
В твоих наморщенных руках.

Глядишь в забытые вороты
На черный отдаленный путь;
Тоска, предчувствия, заботы
Теснят твою всечасно грудь.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები