ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2018


მიწა მინდა როგორც ფრეზიებს

ვწუხვარ და მიწა მინდა როგორც ფრეზიებს,
ვუძლებ შენს მზერას როგორც გვალვას პლუმერიები,
შენი სურნელი რომელ ბაღში აღარ ვეძიე,
გადასარჩენად ამოვიდა გულზე იები.

ჰო ალბათ ახლა სხვა სხეული უფრო ნაზია,
როგორც ფურცლებად დაცვენილი კამელიები.
სიყვარულია გრანდიფლორა, ხომ ლამაზია...
ჩემს ხელებში კი ვერ ხარობენ
არმერიებიც.

მეშლება ისევ სურნელი ან სუნთქვა შენზეა...
დღისით მშვიდი ვარ,ეს უბრალოდ ღამე ვირევი.
სანამ პეპლები გეორგინებს შემოესევა,
წავალ და მერე შენს თავლებში გამოვილევი

როგორც ცრემლები...
დაეძინათ უკვე ენძელებს,
წვეთებს აკავებს მომტირალი სახლის მინები.
წვიმას მივბაძე პირგამომშრალ ვარდებს ვეძგერე,
და სურნელება მოვიტაცე დანაპირები...

ვწერდი უაზროდ...დასრულება ვეღარ შევძელი,
დამცხა და სულზე შევიხსენი ძველი ღილები,
თავზე მეცემა ღრუბლბი თუ ღრუბლებს ვეცემი...
ან რა აზრი აქვს შენ-მიდიხარ მე -ვიყინები...

მაგიჟებს როცა ბაგეები კისერს ეხება,
წყდება საყელოდ მოხვეული თეთრი მძივები,
მკლავ როგორც ლემა და ყოველი შენი შეხება,
მოგონებები...ფსკერზე რჩება კვლავ ვიძირები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები