ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელ.არეთა
ჟანრი: პროზა
29 სექტემბერი, 2018


დედა

ბავშვი რომლის თვალებიც ხედავენ ზამთარს,სულში.
დედის კალთის ნაცვლად ცარცით დახატულ თავის ნახატს ეხუტებოდა...
და რა ძნელია,როცა ტკივილისგან "დედას" ამოიკვნესებ და ქალის სახე არ გახსენდება...ეძახი მაგრამ იცი მის პასუხს ვერასდროს გაიგებ მაინც, და რა ძნელია კიკინებს რომ დედა არ გიკრავს,სკოლაში წასვლისას დედის ლოცვა რომ არ მოგყვება,დედის სურნელი რომ არ ასდის ყველა მაისურს.
და სიბერეში მითუმეტეს რომ ვერ იხსენებ მის ღიმილს თუნდაც მის მოფერებას...

წერა ვისწავლე დედი იცი?და ამიერიდან თუ ვერ გეტყვი დაგიწერ მაინც "მიყვარხარ"ს და წყალს გამოვატან დაკეცილ ფურცელს.
დედი...იცი სიმაღლეში სწრაფად ვიზრდები და მჯერა როცა გავიზრდები მე შენ გიპოვი.
დე აქ უამრავი ჩემნაირია,
მათგან უმეტესობას დედა არ ყავს დე...შენ ხომ მოხვალ ჩემს სანახავად...მჯერა რომ მოხვალ.
დე იცი რა კარგად ვხატავ დედი?!ყველა გაოცდა...
დედი დღეს იცი შენ დაგხატე...ჩემო ლამაზო.
დე შენზე მითხრეს,იმიტომ დაგტოვა აქ რომ,ღმერთთან წავიდაო...რატომ წახვედი?მალე დაბრუნდი რა სახლში მინდა...
დე ლექსი დავწერე შენზე, პატარა ლექსი...
დე იცი გუშინ ჩემს გამო ბიჭმა იჩხუბა...
დე მიყვარხარ...
დე მენატრები ძალიან თანაც,
დე დამიბრუნდი რა...
დე გელოდები...
დე შემიყვარდა იცი?!
დე მეტირება დე...
ვეღარ ვუძლებ სევდას.
დე პირველი კოცნა მქონდა იცი?!დე ღმერთთან თუ ხარ მალე დაბრუნდი...
დე დიდი დრო გავიდა უშენოდ,უკვე დიდი ვარ...დე იცი სიყვარული ამიხსნა ვინც მე მიყვარდა...
დე როგორ მინდა ახლა აქ იყო,ჩაგეხუტო და შენი სურნელით გაჟღენთილმა ამოვიხვნეშო...
დე სუნთქვა მიჭირს,მიჭერს ცრემლები ყელში და მახრჩობს უშენობა...
დე გულს მტკენენ და შენც კი არ მყავხარ...
დე მძულს ყველა და ყველაფერი...
დე გავიგე მიგიტოვებივარ...
დე გავიგე შენი სახელი...
დეგეძებ იცი?
დე სად ხარ ნეტავ...
დე ღამეს ქუჩაში ვათევ პირველად,გამოვიპარე...
დე არავინ მყავს გესმის?არავინ...შენც კი არ მყავხარ...
დე ვერ შევძელი კარგი ცხოვრების აწყობა...
დე ფურცლები მთავრდება ამ დღიურში...უშენობის დღიური დე...
დე ცუდადვარ...
დე ვლპები მგონი...
დე აღარ დარჩა ჩემგან ის ბავშვი ძალა რომ,ჰქომდა შენს საპოვნელად...
დე ვერ გპოულობ...
დე მე მიყვარხარ...
დე არ მჯერა რომ ასე დამტოვე...
დედი,ნეტავ ვიცოდე ცაში ხარ თუ მაწაზე დგამ ახლა ნაბიჯებს...
დე ნაოჭები მომიხშირდა...მგონი დავბერდი...
დე ნეტავ შენი ერთი გაღიმება მაინც მენახა...
დე შენ გგავარ თუ მამას...
დე მამა ვიპოვე...
დე მისი დღიური ცალკე მაქვს...
დე მას ცოლი ჰყავს...
დე გავიგე რომ მიწაზე არა მიწაში ხარ ახლა დედიკო...
დე შენს საფლავზე ვიყავი ნეტავ მხედავდი?
დე შენს სახეს ნამდვილს ჩავეხუტე...
დე რა ცივი იყო შენი ქვა დედი...
დე მაგ მიწაში უნახავად რატომ ჩაწექი...
დე გუშინ საავადმყოფოში ვიწექი...
დე შენი ლექსების კრებული მომცა მამამ...
დე მამა გარდაიცვალა...
დე ის შენს გვერდით რომ დავაწვინეთ ნეტავ იგრძენი?!...
დე კიდევ უფრო მეტად ამტკივდა გული დედი...მიშველე დე...
დედი,ძალა მეცლება მგონი...
დე,ეს ცხოვრება სულ მარტომ გამოვიარე დედი...დე მამა ვიპოვე დე და ვაპატიე მაგრამ მაინც დავკარგე დეეე...
დედი შენ კიდევ ისე წახვედი ვერც გიხილე ჩემო დედიკო...
დე სიყვარული მეტად მტკივნეული რაღაც ყოფილა.
დედი სხვებთან ერთად ვზივარ ახლა და შენზე ვფიქრობ.
დე სათვალე დამჭირდა ვეღარ ვხედავ უკვე კარგად ვერაფერს...
დედი,გული დამიბერდა უშენოდ გატარებულ ცხოვრებაში დე...
დე რამდენიმე დღე დაგრჩაო დედი...
დე...მიყვარხარ...
დე მენატრები...
დე მეც მოვდივარ...
დე დამელოდე...
ვეღარ ვწერ...
დე ექთანი წერს ახლა ჩემს ნაცვლად...
დე რამდენიმე საათის დრო მაქვს
დე პირველი თუ არა ბოლო სიტყვა მაინც შენა ხარ
დე და...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები