ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიჟპოეტა მარია
ჟანრი: პროზა
2 ოქტომბერი, 2018


მარად და მარადის იქით

ღამე წვიმამ გამაღვიძა, ჩამჩურჩულა ყურში, მონატრება არ გაბედოო დამემუქრა,  აშრიალდნენ გაყვითლებული, აკანკალებული ფოთლები და ტირილი მომინდა.
რა ძნელი ყოფილა  დაუსრულებელი ლოდინი, მარტოობა  გაუსაძლისი. ჩავიცვი და გავუყევი გზას. როგორ დაცლილან გრძნობებისგან ნორჩი ხეები, გაყვითლებული ფოთლები კი თმებში მაცვივდებიან და ჩამჩურჩულებენ, აღარა გყავს შენი ღმერთი, შენი ღმერთი.
მე მარად ვეძებდი ნანატრ თვალებს ხალხის მასებში, მარად და მარადის იქით ვერსად გიპოვნე. ჩემს სამყაროში ცხოვრობდი მარად და ძალას მმატებდა შენი სიშორე.
ახლა კი ვხვდები, არ შემძლებია სიხარულით ცამდე აფრენა, მუხლზე დაცემულს წამოდგომა და აღმაფრენა.
აცეკვდნენ ქარში თეთრი ფოთლები, მეალერსება დღეს შემოდგომა როგორც არასდროს. რა ახლოსაა შენი სიშორე და როგორ გნატრობ. გადავიღალე.
გამოჩნდა კიდეც თეთრი სიმკრთალე, უკვე თენდება და აი მოდის განთიადი, მოაშრიალებს ოქროსფერ კაბას, ყვითელი თმები მხრებზე ჩამოშლია და ღაწვებზე ეფერება ქალღმერთის მსგავსს. რამ შეჰქმა ასეთი ლამაზიო, გაუკვირდა ცას.
დასწვდა და ნაზად ეამბორა ლამაზ თმებსა და თვალებზე. შერცხვა განთიადს, ვარსკვლავები იჭორავებენო იფიქრა, დახარა თავი და ვარდისფრად აენთო.
რა საოცარია ცასაც შესძლებია სიყვარული, მე კი ბრმა ვყოფილვარ აქამდე.
გზას გავაგრძელებ ოღონდ უკვე ლურჯა ცხენებით, რომ შენთან უფრო სწრაფად მოვიდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები