თუ სიტყვები, რომლებითაც სტრიქონებად დატეხილი აზრი იქმნება, გარკვეული წესითა და რიგით დაწყობილ ქვებს გაგონებთ , სწორედ ისეთს , როგორითაც კალატოზი აშენებს კედელს , (ხოლო პოეტი ლექსს წერს), მაშინ იცოდეთ, რომ ამქვეყნად ამ საქმის ორნაირი ოსტატი არსებობს: ერთი, კედლისთვის მუდამ განსაკუთრებულ ქვას დაეძებს (ლექსისთვის არაჩვეულებრივ სიტყვას არჩევს), ამ ძებნაში არც ზედმეტ შრომას გაურბის და არც შორ გზაზე სიარულს უფრთხის, ყველგან და ყოველთვის მხოლოდ ქვაზე ფიქრობს, (როგორც პოეტი სიტყვაზე), რადგან მისთვის არსებობს კარგი ქვები, რომლებიც რითმებივით ეწყობიან ერთმანეთს და ცუდი, უსარგებლო ქვები, რომელთაც ბოლოს დუღაბში ჩაყრა ელის, რათა მნახველის თვალს მოარიდოს... (პოეტი კი ასეთ სიტყვებს მდიდრული სახეების ჩრდილში მალავს), ხოლო მეორე ოსტატი, მხოლოდ აზრის გამართვასა და კედლის სიმაგრეზე ფიქრობს, მისთვის ქვა უბრალოდ ქვაა, სიტყვა სიტყვაა, ფიქრობს, რომ შეუძლებელია ქვა კედელზე მეტი იყოს, ან სიტყვამ აზრი დაჩრდილოს . ის ნებისმიერ ქვას იყენებს, რომელიც ხელს მოჰყვება და და ნებისმიერ სიტყვას , რომელიც ენაზე მოადგება, მის ხელში ქვები თვითონ ეძებენ კედელში ადგილს, სიტყვები თავისთავად სხდებიან წინადადებაში , მას შეუძლია მრუდე ქვით კედლის ზედაპირი გაასწოროს, ხოლო დაღლილი, დაწუნებული სიტყვით დაბორკილი აზრი გამართოს... *** თუ სიტყვები მართლაც ქვებს ჰგვანან, ხოლო აზრი - კედელს, რომელსაც ქვების სინტაქსი ქმნის, ვიტყვი, რომ ქვები არაფერია, მთავარი კედელია, მაგრამ თუ კედელი მხოლოდ კედელია და მასზე სახურავს ვერ დააყრდნობ, ვიტყვით, რომ კედელიც არაფერია, მთავარი სახლია, სადაც პოეტის მიერ დაწუნებული სიტყვები დაიდებენ ბინას . ***
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. არა. რითმიანი ლექსი არასდროს დამიწერია.
გმადლობთ! არა. რითმიანი ლექსი არასდროს დამიწერია.
გმადლობთ!
5. ძალიან მომეწონა და თუ სიტყვები მართლაც ქვებს ჰგვანან-ამ ფრაზამ ეს ლექსი გამახსენა "ზღვას არა აქვს თავის გულში ისე ჭრელი ქვები, როგორს მე შენ ლექსებისთვის სხვადასხვა სიტყვები, მოქანდაკე თიხას ისე არც კი, აჩუქურთმებს როგორც მე შენ ლექსებისთვის ვქმნი შუქურა რითმებს" გია ბატონო ეს მე ზეპირად დავწერე ხამდახან ვმღეროდით ავტორი არ ვიცი და მაინტერესებს თქვენი ხომ არ არის? ძალიან მომეწონა და თუ სიტყვები მართლაც ქვებს ჰგვანან-ამ ფრაზამ ეს ლექსი გამახსენა "ზღვას არა აქვს თავის გულში ისე ჭრელი ქვები, როგორს მე შენ ლექსებისთვის სხვადასხვა სიტყვები, მოქანდაკე თიხას ისე არც კი, აჩუქურთმებს როგორც მე შენ ლექსებისთვის ვქმნი შუქურა რითმებს" გია ბატონო ეს მე ზეპირად დავწერე ხამდახან ვმღეროდით ავტორი არ ვიცი და მაინტერესებს თქვენი ხომ არ არის?
4. ესეც მაგარია ძალიან... მთავარი მართლაც სახლია. :) 5.
ესეც მაგარია ძალიან... მთავარი მართლაც სახლია. :) 5.
3. რა მშვენიერი ლექსია! რა მშვენიერი ლექსია!
2. ეს წავიკითხე და სხვასაც წავუკითხე.გამიხარდა ბატონო გია თქვენი გააქტიურება აქ ამ ბოლო დროს :) ეს წავიკითხე და სხვასაც წავუკითხე.გამიხარდა ბატონო გია თქვენი გააქტიურება აქ ამ ბოლო დროს :)
1. ძალიან მომეწონა, მშვენიერი შედარებაა . ძალიან მომეწონა, მშვენიერი შედარებაა .
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|