ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბარდღალა
ჟანრი: იუმორისტული
27 დეკემბერი, 2018


საახალწლო ბარდღალი

სუსხი მაწვება ნერვებზე,
მესაიდუმლეც არა მყავს.
ჯერ სუსხი მწვავდა მერე მზე
და არ ვიყავი თანახმა,

ლექსი რომ მწვავდეს ან თუნდაც,
სხვას გული გადავუშალო;
მოკლედ ბარდღალა დაბრუნდა,
მალევე წავა უშაროდ.

არავითარი კრიტიკა,
მისი კალამიც აღარ წერს.
სულ წამით შემოიჭყიტა,
გისურვებთ ჯიგრულ ახალ წელს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები