ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
22 თებერვალი, 2019


ისეც ხდება

ისეც ხდება

"ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა*";
შენ შეგიძლია ყველას უთხრა,
რომ ცდებოდნენ,
ცდებიან და
ამ მხრივ მომავალშიც არაფერი შეიცვლება;
თუმცა, სულ რომ არაფერი,
უფლება არ გაქვს, ვინმეს შენი აზრის სისწორეში
დარწმუნება სცადო,
ისევე, როგორც მათ არ აქვთ ამის უფლება;
თუნდაც შენზე სცადონ,
შენ ხომ მაინც არაფერს არ დაიჯერებ,
გარდა ეჭვის უზენაესობისა
და იტყვი - რაოდენ საბრალონი არიან ის ადამიანები,
ვინც მხოლოდ ერთმანეთზე ეჭვიანობენ,
და არა იდეებზე, -
რაში ხარჯავენ ამ უზენაეს ნიჭს?!

მე მეშინოდა იმ ერთი წუთის,
და ჩემი შიში გახდა უზადო.
მადლობელი ვარ, რაზედაც ვწუხდი,
მადლობა როგორ გადავუხადო
არ ვიცი თუმცა მაღალ ქსოვილებს.
ტრასაზე დაღვრილ ცრემლებს გრძნობების.
პირობას გაძლევ, თუნდაც მოგინდეს,
აწი ვეღარსად მოგეძებნები.
სიტყვები როცა არის მართალი,
და ვერ ცნობ - გინდა მათში დაეჭვდე.
ღრუბლიან ველზე ჭენებ-წანწალით
დავღლი თოვლისფერ ფრენა ტაიჭებს.
ჩემი სიჩუმე გახდება ნაკლი,
შენი სიტყვები - ათვლის წერტილი.
და გეფიცები, უაზროდ მწამდი,
სადღაც საჩემოდ მყოფი ღმერთივით.
დასაშვებია, არც გამოვრიცხავ,
იქნებ შენგვარად სხვებიც ამბობენ,
და როგორც კვირტებს, ან პირველ მერცხალს -
ხვალინდელ დღეებს ბოთლში ვაბოლებ.

"ისეც ხდება, რომ ერთ დღეს
არსებული დეკორაციები ინგრევა",
და ამ ფრაზის ამგვარი დასაწყისი
შემთხვევითი არ უნდა იყოს, -
ზოგს წარმოდგენაც კი არ აქვს,
თუ ერთხელ აშენებული რამემ შეიიძლება დაანგრიოს.
მეტიც - სრული სერიოზულობით სწამთ არსებული დეკორაციების მარადიულობის,
და მეტიც -
ამ მარადიულობის საკითხს მთელი შეგნებული
(თუ შეუგნებელი)
ცხოვრების მანძილზე
განხილვის საგნად ერთხელ მეტად არასდროს აქცევენ.
...
მე ვამბობ -
ცები ღრუბლებს რომ გაიხდიან,
და მინდვრებიდან ზეზეულად ადგება თოვლი,
შენი სიშორე მხოლოდღა დროის საკითხია.
დროსაც საჩემოდ აჩქარებას
გულწრფელად ვთხოვდი.

*ციტატა ეკუთვნის ალბერ კამიუს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები