 | ავტორი: გლეხიკაცი ჟანრი: პოეზია 10 სექტემბერი, 2019 |
მახსოვს პირჯვრის დაწერა ერთ ღამეში მასწავლე და ილორში სანთლები ერთად უნდა აგვენთო... დაკარგული ბევრი მაქვს, ცრემლი - სევდის მარცვალი, მე ცალხელა კაცი ვარ ახლა უაფხაზეთოდ...
მე საკუთარ მიწაზე დღესაც ემიგრანტი ვარ, ვამბობდი და თვალებში ცრემლი არ ჩამეტია, კაცი ვარ და ჭრილობას მოვარჩენდი მარტივად, მაგრამ ჩემთვის სოხუმი ჭრილობაზე მეტია...
ჩემი მორდუს ხმა მახსოვს - რატომ დაიგვიანე?! და პირველი ქვემეხი, რომ გავარდა მეხივით, როგორც ქრისტემ გოლგოთა, ისე გამოვიარეთ, თოვლითა და ტალახით სავსე უღელტეხილი...
მერე იყო ფიქრები დაბრუნების დღე -დღეზე, თუმცა ნელა ქრებოდა იმედი სანთელივით, მახსოვს უცხო სიტყვათა ლექსიკონში ვეძებე, პირველად რომ ჩამესმა მწარე სიტყვა, დევნილი...
ბევრი პალმა გახმაო, ბევრიც დგასო მოწყენით, ალბათ რომ არ ისმენენ ახლა ქართულ საუბარს, მოწყენილი არიან უქართველოდ ქუჩებიც, ძმადნაფიცმა გამანდო წუხელ გიმზერ ჩაუშბამ...
მაფშალიას გალობა ისმის კვლავ ენგურიდან, ზღვამ ნისლიან კალთაში მზე ჩაისვა ბავშვივით, ღმერთო დილა მანახე ძიძარიას ქუჩიდან, ნატვრა ასრულებული, სხეულიდან გამიშვი...
არაფერი დარჩება მჯერა ამ ტკივილიდან, ილორში, რომ ქართულად მღვდელი წირვას აღავლენს, ისევ ერთი მამალი გააღვიძებს დილიდან, ხელისგულზე დატეულ ოდიშსა და აფხაზეთს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. შესანიშნავია შესანიშნავია
23. შესანიშნავია შესანიშნავია
22. ვახ ბიჭო რა კაი დღე გამითენდა დღეს ურაკპარაკზეე ვახ ბიჭო რა კაი დღე გამითენდა დღეს ურაკპარაკზეე
21. წიე პოეზიაში კარგად "დაღეჭილი" და ბევრჯენ ნამღერი თემატიკაა ეს..ამიტო რთულია ხოლმე მსგავს მელოდიებში რაიმე ახალი და საინტერესო იპოვო,ემოცია კარგად და ზომიერად მოგიტანია,თუმცა რამოდენიმე კარგად გაცვეთილი შედარება შემომხვდა გზად :)
მაგრმა: ძველ მეგობრებთან ვერ დავიწყებ ქულების შერჩევას :) 5!
ჰოდა აქვე მოკითხვა ძველი და დავიწყებული კურსელიდან :) წიე პოეზიაში კარგად "დაღეჭილი" და ბევრჯენ ნამღერი თემატიკაა ეს..ამიტო რთულია ხოლმე მსგავს მელოდიებში რაიმე ახალი და საინტერესო იპოვო,ემოცია კარგად და ზომიერად მოგიტანია,თუმცა რამოდენიმე კარგად გაცვეთილი შედარება შემომხვდა გზად :)
მაგრმა: ძველ მეგობრებთან ვერ დავიწყებ ქულების შერჩევას :) 5!
ჰოდა აქვე მოკითხვა ძველი და დავიწყებული კურსელიდან :)
20. გენაცვალე ოთარ, ძალიან მომეწონა ლექსები გენაცვალე ოთარ, ძალიან მომეწონა ლექსები
19. აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც თავის დროზე მსახიობი დიმიტრი ჯაიანი კითხულობდა ძალიან ემოციურად.
https://www.youtube.com/watch?v=EZ8kdE-xR6c
1990-იანი წლების დასაწყისიდან, მას მერე, რაც წერა-კითხვა ვისწავლე, არაერთი ქართველი და აფხაზი პოეტის ლექსი წავიკითხე აფხაზეთზე, მაგრამ ნიშნიანიძის ლექსზე უკეთესი არსად შემხვედრია. შეიძლება ვინმემ ჩემი ეს სიტყვები გადაჭარბებულად მიიჩნიოს, მაგრამ ვფიქრობ, შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ ყველაზე ცნობილი ლექსია - აფხაზეთზე დაწერილებიდან!
მე ოთხმოციანელთა თაობის წარმომადგენელი ვარ! - იმ ოთხმოციანელთა, რომელთაც ბავშვობა წაართვეს, რომელთაც ომების მეტი არაფერი უნახავთ. ჯერ იყო ეგრეთ წოდებული „სამოქალაქო ომი“, შემდეგ აფხაზეთის ომი, შემდეგ კიდევ ერთი - აგვისტოს ომი.
დღეს ჩემი სოხუმი სევდისფერია... სოხუმელი არ ვარ, ფოთელი ვარ, მაგრამ სოხუმი ჩემთვის ისეთივე მშობლიურია, როგორც ფოთი.
1991 წლის გაზაფხულზე - საქართველოს დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, სოხუმში ვისვენებდი მშობლებთან და ბაბუასთან ერთად. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო დაკარგული აფხაზეთი, ჯერ კიდევ ქართველები აკონტროლებდნენ სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად.
ახლაც თვალწინ მიდგას თვალწარმტაცი ბუნება, ზღვის პეიზაჟი, ლამაზი გოგო-ბიჭები ერთმანეთს ესიყვარულებოდნენ, გულში იკრავდნენ ერთმანეთს, ლექსებს უძღვნიდნენ აფხაზეთს, სიმღერებსა და ცეკვებს დახვეწილად ასრულებდნენ. მერე კი...
მერე ჩვენ შორის მესამე ძალა ჩადგა და გაგვთიშა, გაგვთიშა მხოლოდ დროებით. აფხაზეთის ომში იყო ისეთი მომენტებიც, როდესაც ქართველი აფხაზს იფარებდა თავის სახლში და აფხაზი ქართველს.
ქართველებმა და აფხაზებმა ერთად უნდა ვიცხოვროთ, ჩვენ ერთმანეთის გარეშე მერმისი (მომავალი) არ გვაქვს. დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც ჩვენს გულებში სიყვარული დაბრუნდება.
აფხაზეთის სიყვარულმა ლექსების მთელი ციკლი შემაქმნევინა აფხაზეთზე, გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს:
ძმაო ქართველო, დაო აფხაზო...
,,ვარადას“ ვუსმენ სულგანაბული, ამ მიწის ცრემლმა არსად გამიშვა... და მახსენდება: ჩემი მამული როგორ იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.
აღარ ტარდება ისინდი ჩვენში, მესამე ძალამ ისე გაგვთიშა; ნაღდ ქართველთა და აფხაზთა ხელში სხვა პეწი ჰქონდა სოხუმს, სხვა ნიშა.
თუმც გაგვიფრინდა მშვიდობის მტრედი, დროებითია ჩვენი გათიშვა, ვარ მადლობელი ყველა იმ დედის, რომელმაც გმირი ჯარისკაცი შვა.
მე ფსოუს წყალი კიდევ მწყურია, ოცნების წყარო თუ არ დამიშრა, მჯერა: ვიხილავ დიოსკურიას, ფოტოც დამრჩება ალბომს სანიშნად.
ძმაო ქართველო, დაო აფხაზო, ხელი ჩამჭიდეთ, არსად გამიშვათ, რომ სათანადოდ მეც დავაფასო ის, ვინც იბრძოდა ცხუმთან, ტამიშთან.
ოთარ რურუა აფხაზეთზე ყოველთვის შოთა ნიშნიანიძის „აფხაზური კანტატა“ მახსენდება, რომელსაც თავის დროზე მსახიობი დიმიტრი ჯაიანი კითხულობდა ძალიან ემოციურად.

ოთარ რურუა
18. დიდი მადლობა ოქროადამიანო.... იხარეთ დიდი მადლობა ოქროადამიანო.... იხარეთ
16. მადლობა მელ.ზ .. რომელი აბუსელიძის ლექსი მადლობა მელ.ზ .. რომელი აბუსელიძის ლექსი
15. მომეწონა. უბრალოდ სულ აბუსელიძის ლექსი მიტრიალებდა კითხვისას, არ ვიცი რატომ გამახსენდა. მომეწონა. უბრალოდ სულ აბუსელიძის ლექსი მიტრიალებდა კითხვისას, არ ვიცი რატომ გამახსენდა.
14. მადლობა მუხა, იხარე მადლობა მუხა, იხარე
13. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
12. დიდი მადლობა ქალბატონო მზია დიდი მადლობა ქალბატონო მზია
11. ეს ყველასთვის ძალიან მტკივნეული თემა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ისეთი „გადაღეჭილია“ ლიტერატურაში, რომ ზოგჯერ თავს ვარიდებ ამ თემაზე ახლად დაწერილი ლექსის ან მოთხრობის წაკითხვას. თქვენ მოახერხეთ და წამაკითხეთ ეს ლექსი.
ეს ყველასთვის ძალიან მტკივნეული თემა, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, ისეთი „გადაღეჭილია“ ლიტერატურაში, რომ ზოგჯერ თავს ვარიდებ ამ თემაზე ახლად დაწერილი ლექსის ან მოთხრობის წაკითხვას. თქვენ მოახერხეთ და წამაკითხეთ ეს ლექსი.
10. მადლობა ირაკლი მადლობა ირაკლი
9. გლეხიკაცის რო ყველაფერი გემრიელია! გლეხიკაცის რო ყველაფერი გემრიელია!
8. დიდი მადლობა ელადა დიდი მადლობა ელადა
7. დიდი მადლობა ელადა დიდი მადლობა ელადა
6. კარგია, თავფურცელს დაამშვენებს, ზღვა ემოცია მოიტანა. ერთ ლექსში ჩაატიეთ ამხელა ტრაგედია. ძიძარიას ქუჩა მე დავაპროექტე. კარგია, თავფურცელს დაამშვენებს, ზღვა ემოცია მოიტანა. ერთ ლექსში ჩაატიეთ ამხელა ტრაგედია. ძიძარიას ქუჩა მე დავაპროექტე.
5. მადლობა ყველას, ძიძარიას ქუჩა სადგურთან ახლოსაა, სადაც ჩემები ცხოვრობდნენ... ყველას რაღაცა გვაქვს სახსოვარი მადლობა ყველას, ძიძარიას ქუჩა სადგურთან ახლოსაა, სადაც ჩემები ცხოვრობდნენ... ყველას რაღაცა გვაქვს სახსოვარი
4. გულწრფელი ტკივილი, გადამდები...
არც უპოეზიობაა.
გულწრფელი ტკივილი, გადამდები...
არც უპოეზიობაა.
3. \"ღმერთო, დილა მანახე ძიძარიას ქუჩიდან,\" - რამდენ რამეს ამბობენ აღნიშნული სიტყვები... \"ღმერთო, დილა მანახე ძიძარიას ქუჩიდან,\" - რამდენ რამეს ამბობენ აღნიშნული სიტყვები...
1. ამეტირა... ++ ამეტირა... ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|