ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კონსტანტინე იამანიძე
ჟანრი: პოეზია
2 დეკემბერი, 2019


* * *

მითხარი, ზამთრის ამ ცივ საღამოს,
რატომ არ მოდის ჩემთან  არავინ?!
როცა ყველანი სახლში მიდიან,
მიდიან სახლში და შენ მღალატობ.

ასეთ დროს რა ვქნა,  მითხარი ! იქნებ
უნდა ვიპოვო ვინმე, ვინც მიცნობს.
და როცა ყველა დატოვებს სახლებს,
სახლს დატოვებენ ცივსა და ვიწროს.

მე იმ სახლივით ვიდგე და მარად
ვებრძოლო ზამთარს, ცივსა და უხეშს.
და როცა თოვლი მომიტანს დაღლას,
დაღლა მომიტანს შენს თმებს და სურნელს.

გამახსენდები. მაგრამ ამ ამბავს
ვეღარ გიამბობ, ვიცი და ვხვდები,
რომ ახლა სხვისი ფანჯრიდან უცქერ
თოვას
და მეც სხვის ფანჯრებთან ვკვდები.

მითხარი, ზამთრის ამ ცივ საღამოს,
როცა ყველანი სახლში  მიდიან,
ჩემთვის ვინც მინდა, რატომ მღალატობს?!
რატომ არ მოდის ჩემთან, ვინც მინდა ?!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები