 | ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია 4 დეკემბერი, 2019 |
ჩვენი ქვეყანა ღიპიანი ძია კაცია. ტუჩზე ულვაშით,ულვაშებზე ოსტრის ნარჩენით. შენ თუ გგონია ისევ ბრგეა და მამაცია. მოდი გაჩვენებ, ჩვენი ქვეყანა, ღიპიანი მთვრალი ტიპია. და ფეხსაცმელზე შეხსნილი აქვს მარად თასმები. დაკუზვაც რომ არ შეუძლია ყროლს და ღიპიანს მაინც ასმევენ. ჩვენი ქვეყანა, ბომჟია და სასმელს არ წუნობს. ჩვენ მისი ერთი მეასედი არ გვაქვს იჯარით... აბა მითხარი, ლოყაში რომ გამილაწუნო, მე როგორ უნდა შეგაგებო სილას პირჯვარი?! ჩვენი ქვეყანა ანუ ბუდე ანუ ალაგი.. დალევს ორ ჭიქას და თვალები უწყლიანდება, ჯიბიდან შავ-თეთრ ფოტოებს რომ ამოალაგებს, როგორი იყო ამაყობს და ისე ღამდება... შეგუებული, რაც უნდოდა რომ არ მივეცით აბა რა ექნა, ის ადგა და სხვა გზა მონახა, სისხლს მენტალობა შეეპარა წვეთი სირეცით, და რჯულით ჩვენით ვუთხარით რომ უფლის მონა ხარ! ჰოდა, გაჩუმდი ხმას ნუ იღებ! ვისაც უნდიხარ, დაგალევინებს და სიმშვიდეს იგრძნობ წამიერ.. შენ ვინაიდან ღვინისა და ვაზის კულტი ხარ. მრავალჟამიერ.. ჩვენო ქვეყანავ, ისევ დალევ, ისევ დათვრები. აქ სახლი-კარი აღარა გაქვს გძინავს ქუჩაში, დაგტრიალენებ მომშეული ქვეყნის აფთრები. წევხარ და თეთრი ფოტოები გიჩანს მუჭაში. ჩემო ქვეყანავ! მე შენ გნახე! მე შენ გითხარი. სხვები გზის მიღმა ჩერდებიან თითებს იშვერენ ხანდახან მინდა რომ თვალები ამოვითხარო ვერ დაგინახო, არ შემხვდე და ვეღარ გიშველო. როგორც დავიწყე ეს ქვეყანა ძია კაცია. ტუჩზე ულვაშით, ულვაშებზე საჭმლის ნარჩენით დიდი ხანია არაფერით არ უმამაცია. შენ თუ ფიქრობდი სხვანაირად, აი - გაჩვენე. 2017
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. კი... ღიპიანი ძიაკაცია.... კი... ღიპიანი ძიაკაცია....
2. კი... ღიპიანი ძმაკაცმა.... კი... ღიპიანი ძმაკაცმა....
1. როგორც ილიამ...
როგორც ილიამ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|