ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაკაგელაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 დეკემბერი, 2019


მამიდა


ძალიან რომ მიყვარს,
სულ რომ მენატრება,
ეს როგორ არა ვთქვა,
ეს როგორ დავმალო,
მამიდა - ბუნების
ლამაზი ქმნილება,
მამიდა - სულის და
სხეულის მალამო.
ტაშისკრის მზე ათბობს
მის წმინდა სამყოფელს,
ლეღვის ხე მწიფდება,
ჩემს ჩასვლას ნატრულობს,
სული ვეღარ უძლებს,
გულში ხმა შემოდის:
- მამიდა მოგელის,
მამიდა გნატრულობს!
ბუნება ლამაზობს,
უნდა რომ მეც ვნახო,
მიხმობს და ვხვდები რომ
ეს არის რაც მინდა:
ვესტუმრო, გავათბო,
გამათბოს ალერსით,
ეს არის რაც მინდა
- მამიდა, მამიდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები