ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
18 დეკემბერი, 2019


მზის ჩასვლა

ღამდება. როგორც არასდროს და ამისთანები
ტყუილებია როგორც წესი. ჩივილებია.
მე მიზიდავენ უპასუხო ამოცანები,
შენი თვალების ღიმილით რომ იშიფრებიან.
ღამე წყეული ალქაჯია. ძრწოლის საბაბი.
იქნებ იადრონ დაბრუნება მარტის მერცხლებმა.
მე ეგ ხელები შენს მუხლებზე გამომაბამენ,
იქნება მრუში შეხებები და არ შეგრცხვება,
როცა მუსიკა საცეკვაოდ გაგიხმობს ბალზე.
ჩემი ამბავი უკვე იყო და მე მას ვყვები.
რა გიპასუხო მაგ მზისჩასვლა გაღიმებაზე.
საზღვარი გადის მაგ მზის ჩასვლა გაღიმებაზე.
აწი ჰორიზონტს ცალ-ცალკე თუ დავენახებით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები