ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
4 იანვარი, 2020


ძველი ლექსებიდან


გაბრიელ ჯაბუშანურისადმი

არხოტის მთებზე ღრუბლები
ნელ-ნელა მიირწევიან,
ქორ-შევარდენთა გუნდები
სულ ცისკენ მიიწევიან.

შებინდებისას ნისლები
შლილ ფერდობებზე წვებიან,
პოეტის ლექსთა მარულა
ხევსურეთს მონატრებია.

სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

ოთარ რურუა

მუსიკა - ზურაბ (ფანდურა) ბარბაქაძის, ფანდურზე უკრავს გიორგი ჯმუხაძე.

https://www.facebook.com/otar.rurua/posts/1582125695185959?pnref=story

ცნობისათვის: კონსტანტინე გამსახურდია როგორც კაცს და როგორც პოეტს - გაბრიელ ჯაბუშანურს სცემდა პატივს, ხოლო გალაკტიონ ტაბიძე გაბრიელს თავის ღირსეულ მოწინააღმდეგედ მიიჩნევდა პოეზიაში ტერენტი გრანელთან ერთად!

.........................................................................................................

ო, რომ შემეძლოს...

სადა ხარ, ჯაბუშანურო,
არხოტი გელის შენია,
ვაჟასთან ერთად შენცა ხარ
მთის პოეზიის გენია.

ჩემივე ლექსიდან

ეს იანვარი თავზე არ მათოვს,
ფოთში ვარ, ფოთში არ არის თოვლი.
ო, რომ შემეძლოს, როგორც მადათოვს,
გადავლახავდი მთებს პირველ ყოვლის.

შემოვივლიდი არხოტს ხევსურის
და ვუმღერებდი თან ლექსს ჩემივეს,
მთებს სხვა ეშხი აქვთ, ძალა ზევსური,
ბარელნიც უყვართ მანდ გაჩენილებს.

მწამს სიყვარულის, - გრძნობა ნამდვილი
ჯიხვის ყანწებით დამილოცნია,
როგორც ქართველი ქალის მანდილი,
ლამაზის კალთაც დამიკოცნია.

ეს იანვარი თავზე არ მათოვს,
ფოთში ვარ, ფოთში არ არის თოვლი.
ო, რომ შემეძლოს, როგორც მადათოვს,
გადავლახავდი მთებს პირველ ყოვლის.

შემოვივლიდი ფეხით ხევსურეთს,
ჯაბუშანურის არხოტს ვნახავდი.
შევსვამ წყაროს წყალს პეშვით, ხელსურით,
თუ მოვიხადე ლექსის სახადი.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები