ნაწარმოებები


    * * *         * * *         * * *     რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსი - 2025. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *         * * *         * * *     კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აბრრაგი.
ჟანრი: პოეზია
15 იანვარი, 2020


გილოცავთ

ირგვლივ რა ფონია შავის მეტი?!
ჩვენ რომ სიბნელეში ვიზრდებოდით..
კაიფს სახეზე რომ წავისმევდი
ვფხიზლდებოდი..
ჭკუას კარტივით რომ არიგებენ,
ვიცნობ სათოფეზე შარლატანებს.
იმით ბლატაობდნენ ბარიგები.
ჩვენ რომ ბოლო ფული გავატანეთ.
მე რომ რამის სული გავაყოლე.
სახლი მოიწყვეს და თბილად სხედან,
და რაც მოიტანეს
გავაბოლე
ფიქრიც ამეშალა
სამოთხედა.
დარდმა გაირეკა ნახირები..
რომელ სოფელს ჰქონდა რა თრიაქი..
არის მთელი ქვეყნის ახირება
რამეს რომ გვიშველის პატრიარქი,
ცოტა ყელში ხომ არ ამოვიდა?
ბევრი ხომ არა გვჭირს უსაშველო?!
ყოფა ომია და ამ ომიდან,
ისევ გავიქეცით უსახელოდ.
დროს რომ მომავლეები აფასებენ
მიყვარს "მომავლებთან" მატაობა"
ჩემი დარდიანი ნაპასები..
სამი დღე და ღამე "ბლატაობა"
ირგვლივ რა ფონია? შავი ფონი.
როცა სტრიქონებით სურათს ვიღებ..
ტრაკში გამიკეთე iphone
ვაჟას ორ პოემას თუ მივიღებ.
წერა დავასრულო ჯობია რომ..
დიდი აფეთქება მენახა წელს.
მგონი იანვარი მშობიარობს.
ძველახალწელს.

*წავისმევდის მაგივრად წავისვამდი უნდა იყოს და ეგეთებს ნუ აყვებით, მასე თუ წავისვამდი  ბარემ  ჩაის ვსვამდი მაგრამ გეუბნებოდით???

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები