ავტორი: აბრრაგი. ჟანრი: პოეზია9 თებერვალი, 2020
Your browser does not support the audio element.
მარტო ვუძღოდი მე ქარის წისქვილს. სიმინდებს, ხორბლებს, ყანებს, საფქვავებს ნამჯას და რითმას ვფქვავდი და ის ვთქვი რამდენი რამე ვიგულშავქვავე. რამდენჯერ ლექსში გაჩნდა ხანძარი. იმ ტყვიების და ხმლთა კვეთიდან. მოკრძალებული ვით პატარძალი შემოდიოდა აფხაზეთიდან. თოვლზე უმზეოს მაინც არ იტყვით, ამ ოცდა შვიდ წელს თუმცა "კა პე ზე" ჰქონდა მისჯილი მე რომ სამი დღით სამურზაყანო მოვიტრაპეზე, თითქოს ზურგიდან, თითქოს ომიდან პატიმრისფერი - გაღმა სერებზე, გაფითრებული თოვლი მოვიდა, დაფაჩუნობდა თითის წვერებზე, ჯერ ისევ ღამე იყო უნათი, როცა წამოსვლა მოვიპრიანე დავხატე მელნით შავი სურათი ხირიმი ლექსით ავახმიანე. ამინდმა ჩემთვის მოიცალა და გამოვეთხოვე ბებერ ოდიშებს ჩემი სიმღერა, ჩემი ბალადა და უმწეობა მოვუბოდიშე. ის ღამე თითქოს "აზარს მღეროდა მოამიწებდა, მოაბიჯებდა სასიმღეროდა, სამეგრელოდა, სტუმრად ვიყავი მაშინ ბიჭებთან, და ვუყურებდი იმ მთებს გადაღმა მიღმა გორებს და მიღმა ენგურებს მოუვლელობით როგორ გადახმა.. აგეტირება ამის შემყურე, და მერე განა წერა ვიწვალე უხმოდ მესმოდა "ციურ ბადეთა" როგორც ქართველი - გარდავიცვალე როგორც პოეტი დავიბადე და ამ გულში უკვე სქელი ჯავრია, მოაჯირებზე როცა ედება, დღეს ყველა ფიფქი ჩემი მგზავრია "მორდუს"ვეტყვი და მოიხედება, ვეტყვი ძმაოს და ჩნდება ხანძარი. იმ ტყვიების და ხმლების კვეთიდან. თავჩაღუნული ვით პატარძალი წამოვა თოვლი აფხაზეთიდან.
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
8. გელინოო, ჰოი გელინოო )))))))
გელინოო, ჰოი გელინოო ))))))) 7. +5 "ვიგულშავქვავე" რა კარგი რამეა "და მერე განა წერა ვიწვალე უხმოდ მესმოდა "ციურ ბადეთა" როგორც ქართველი - გარდავიცვალე როგორც პოეტი დავიბადე და" ყველას ვურჩევ წასაკითხად. ძალიან მომეწონა.
+5 "ვიგულშავქვავე" რა კარგი რამეა "და მერე განა წერა ვიწვალე უხმოდ მესმოდა "ციურ ბადეთა" როგორც ქართველი - გარდავიცვალე როგორც პოეტი დავიბადე და" ყველას ვურჩევ წასაკითხად. ძალიან მომეწონა. 5. როგორ მიყვარს თანმდევი რიტმი ლექსში და რა ლამაზი მხატვრული სახეებია 5
როგორ მიყვარს თანმდევი რიტმი ლექსში და რა ლამაზი მხატვრული სახეებია 54. კარგი ლექსია. მომეწონა. სათაურს კი ვეთანხმები მაგრამ ამ ლექსს არ მგონია უხდებოდეს. +5
კარგი ლექსია. მომეწონა. სათაურს კი ვეთანხმები მაგრამ ამ ლექსს არ მგონია უხდებოდეს. +5 3. ანენეს შეუმჩნევია უკვე მუსიკის "სული" 5
ანენეს შეუმჩნევია უკვე მუსიკის "სული" 5 2. კარგი მუსიკა თანდევს.
კარგი მუსიკა თანდევს. 1. როგორც ქართველი - გარდავიცვალე როგორც პოეტი დავიბადე და ხომ ძალიან ემოციური და ტკივილიანია, ხომ რამხელა რამე დევს და როგორ მორაკრაკებს მაინც, შინაგანი სილაღე აქვს ამ ნაწერს, რაც მე ვფიქრობ გულწრფელობით და სისადავით არის განპირობებული. ამ გვერდზე რომ შემოვდივარ, არ მაქვს მოლოდინი რომ ოდესმე იმედი გამიცრუვდება. კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამას.
როგორც ქართველი - გარდავიცვალე როგორც პოეტი დავიბადე და ხომ ძალიან ემოციური და ტკივილიანია, ხომ რამხელა რამე დევს და როგორ მორაკრაკებს მაინც, შინაგანი სილაღე აქვს ამ ნაწერს, რაც მე ვფიქრობ გულწრფელობით და სისადავით არის განპირობებული. ამ გვერდზე რომ შემოვდივარ, არ მაქვს მოლოდინი რომ ოდესმე იმედი გამიცრუვდება. კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ ამას.
მონაცემები არ არის