ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პროზა
27 თებერვალი, 2020


მთვარისა

    ლურჯს როცა შეერია ცისფერი, მერე იმ ცისფერში ამობუშტდა თეთრი, დაჯდა ბუდეში, ქარს გამოაყოლა თავის ზუზუნი და სწორედ იმ დროს შვა ჩემი პატარაც. მას სახელად მთვარისა დავარქვი. თავიდან ვერ ვუგებდით ერთმანეთს, სულ ერთმანეთის ჭიდილში ვიყავით, მერე, მოვერიე თავს და მელნისფერით რძისფერიფერის ნაგლეჯზე დავიწყე ბგერების ხატვა. თავიდან არ მომეწონა, არ იყო საინტერესო, მერე ფიქრმა ამოიღო ხმა და მელნისფერს და ცისფერს სისხლი აუდუღა.
    წვიმა წამოვიდა და სახლის უფერო სახურავზე დაიწყო დაკვრა. უკრავდა და უკრავდა მთელი ორკესტრი მანამ, სანამ ჩემს მთვარისას არ ჩაეძინა. თეთრი ბუშტი უეცრად დაეშვა, მთას წამოედო, გასკდა და ტბაში ჩაიღვარა. მარტოდ დარჩენილი ცა ტკივილისგან გაწითლდა, მერე იარა იასამნისფრად შეიღება, მერე ყვითელი შეერია და ამოვიდა ცისფერ ცაზე სიტკბოსფერი ფორთოხალი. გათენდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები