ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატია
ჟანრი: პროზა
24 თებერვალი, 2020


მესაათე

    დრო ჰაერში გაფანტული ცე.ო-ა, რომელიც თუ არ აკონტროლე, გწამლავს.
    ცისფერ ფონზე ზღვისფერი ჰორიზონტი ქარისფერის შტრიხებისგან როცა ღელავდა ტალღისფრად, იმ დღეს მოხუცი ქვიშისფერზე იჯდა ზღვის ნაპირას და დროს ხატავდა წყლიანი ფუნჯებით. ტილოზე წყალი შრებოდა და კვალს არ ტოვებდა.
      ზღვისფერს ერთხანს ბრაზისფრად შეეცვალა ფერი, როცა დაუკითხავად დაეშვა მუსიკა და დისჰარმონიულად დაიწყო მასზე დაკვრა. მხატვარსაც ბრაზისფერმა გადაურბინა, მაგრამ დროს არ იცნობდა და ვერ არჩევდა, ახლა ბრაზისფერობდა მოხუცი თუ უკვე გაბრაზისფერებული იყო.
      თორმეტმა გუგულმა გამოიხედა ცისფრიდან. როგორც წყლიანი ფუნჯის ნაკვალევი, ისე ქრებოდნენ გუგულები.
      ბგერების ფერები არღვევდნენ ჰარმონიას და დოსფერ კონტურებზე თავხედურად მიმოდიოდნენ. ყველას დაალაგებდა მხატვარი, მაგრამ ყველას ადგილი არ იყო აქ, წითელს არ ჰქონდა ტილოზე ადგილი.
        ზღვა ბოლოში სისფერდედბოდა. ფასფრად დახატა მოხუცმა მზე და რესფრად არეკლა ზღვაში. სოლისფერი თვითონ ცა იყო ლასფერნარევი. . მის კი ადგილი არ ჰქონდა, ამიტომ თვითონ გამხდარიყო მოხუცი მისფერი და შეერწყა მიწისფერს.
     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები