ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
13 აპრილი, 2020


...წვიმავ, ასე რა გატირებს...

...
– ასე რად ტირი, წვიმაო,
ხომ არაფერი გტკივაო?
– ამდენი ჭირის შემყურეს
მაშ ცრემლი არ მომივაო?!

– თოვლო, წვერშეთეთრებულო,
გული რამ გაგიცივაო?
– ქვეყნის ჭუჭყი რომ დავმალო
ფიფქები იმად მცვივაო!

– მიწავ, შენ ჩუმად რადა ხარ,
ღრმად ხომ არ ჩაგეძინაო?
– არ მძინავს, ადამიანთა
ცოდვებმა დამამძიმაო!

– სადა ხარ სავსე მთვარეო,
ნათელო, მოელვარეო?
– თქვენთვს რომ აღარ მეცქირა
ღრუბლები ავიფარეო!

– მზეო, შენ რაღა გაცინებს,
შენ რაღამ გაგახარაო?
– ვხარობ, რომ მაინც უყვარხართ
ღმერთს, ვით მწყემსს თავის ფარაო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები