 | ავტორი: ვალე ჟანრი: პოეზია 17 აპრილი, 2020 |
კი. კი. ნამდვილად საოცარია, უღმრთოთა ბუნტი - "covid-19"-ით... როცა ათასჯერ მეტი მკვდარია, კანაფისით და კლუბურ ტაბლეტით... და უფრო მეტი - კაზინოებით... და უთვალავი აბორტებია... თქვენ, გონზე ახლა, რატომ მოხვედით? აქამდე, რატომ არ გნდომებიათ:
რომ გაგელაშქრათ ამდენ სიკვდილზე? რომ გამოგეხსნათ თქვენი "მოყვასი"? რატომ აყრიდით სიცილს სიცილზე, ვისაც დღესაც სურს იყოს ღვთის მსგავსი? ან, რად არ აქებთ ამგვარ განწყობას? ვინ არის ქვეყნად წმინდად ჭკვიანი: ვინც ღმერთს აღუვლენს მუდამ გალობას, თუ ის, ვისგანაც მოდის ზიანი?
"მოყვასისასთვის" - "სახლში დარჩენა"... ღმერთის ადგილი, მაშინ, სად არის? ან, თავად ქრისტემ რატომ აშენა, კლდისებრ რწმენაზე - წმინდა ტაძარი? რად დაუწესა, ან მთელს მსოფლიოს, თავის ხორცის და სისხლის მიღება? ან, სხვა, სხვა, რითი უნდა იძლიოს, უხსენებელის შურისძიება?
კი. კი. ნამდვილად საოცარია, უღმრთოთა ბუნტი - "covid-19"-ით.. მოლოდინი კი უფრო მცდარია: ქრისტეს გარეშე, თითქოს - აღვდგებით... ეკლესიაში იზეიმებენ, ქრისტეს ბრწყინვალე - მკვდრეთით აღდგომას, ქრისტეს ხორცსა და სისხლს მიიღებენ, და შესწირავენ ერთად მადლობას.
17.04.2020 წ.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. კარგი გამოძახილია. კარგი გამოძახილია.
1. ნეტავ, მარტო ბუნტი იყოს ეს ვირუსი :( ნეტავ, მარტო ბუნტი იყოს ეს ვირუსი :(
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|