ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კრავაი ზვერელი
ჟანრი: პოეზია
7 მაისი, 2020


სასაფლაოზე

                                             
          მილასლასებენ მდორედ ლანდები.

ღრუბლის თავშლები ჩამოიხურეს,

ბალახში ,თოთო ოლეანდრებით,

სიკვდილი ტოვებს თბილ ნაფეხურებს.

სასახლეს უკან ძაძები მისდევს.

(ძაძები ნიღბავს ბედს სასაცილოს.)

...და . პროცესია ბრუნდება ისევ,

რომ ხვალ, ამ გზაზე სხვა გააცილოს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები