შენ ამბობ: მთაში იასამნები, რომ სხვანაირად ჰყვავიან თურმე, დილით ჭრიალი კვლავ გააქვთ ურმებს, ორღობეში კი სოფლის ამბებით თავს რომ იჯერებ, შინისკენ მიხვალ, მსურს შენი სუნთქვა მალე დავმარცვლო, მე წამომცდება ოდესმე-მიყვარ... შენ რა თქმა უნდა, თქმას არ დამაცლი. ეგ შენი კაბა-კოპლებიანი, ნახევრად შიშველს როდესაც გაგთქვამს, მე, როგორც შლეგი მოდილიანი, დავიწყებ შენი სხეულის ხატვას და შემორჩება ორთავეს ხსოვნას, შენი თითების ჩემთან შეხება, კეფასთან სველი ტუჩებით კოცნა, ფუნჯმა ტილოზე რომ ვერ შეღება, რადგან იმ ღამეს მე ვერ შევძელი, ნახატისათვის მშვიდად მეცქირა და ფურცელ-ფურცელ გმოსე ენძელით, დილით კი უკვე ერთად გვეძინა, მოხვედი, რადგან ნახატად გსურდა, შენი მხრები და ტანი გენახა... მაგრამ ამაოდ და ახლა უნდა უჩუმრად გაცდე შუკას, ვენახსაც. ორღობეში კი სოფლის ამბებით, თავს კვლავ იჯერებ, შიშითაც უსმენ და ამბობ: მთაში იასამნები, რომ სხვანაირად ჰყვავიან თურმე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. შეფასებული მქონია უკვე :) შეფასებული მქონია უკვე :)
21. 5 იასამნები... 5 იასამნები...
20. მირზა კარგია! მირზა კარგია!
19. მირზა გელოვანი ლექსი "ნუ მწერ". თემა სხვაა, მაგრამ ... მირზა გელოვანი ლექსი "ნუ მწერ". თემა სხვაა, მაგრამ ...
18. თუ საიდუმლო არ არის, ვის მუხა? დათო, მუშენ ვა გიჩქ, ქოთქვი და :) თუ საიდუმლო არ არის, ვის მუხა? დათო, მუშენ ვა გიჩქ, ქოთქვი და :)
17. .........არ ვიცი... .........არ ვიცი...
16. ძალიან, ძალიან მომეწონა
!შენ ამბობ: მთაში იასამნები, რომ სხვანაირად ჰყვავიან თურმე, ეს მოტივი ერთ ცნობილ პოეტს მაგონებს.
ძალიან, ძალიან მომეწონა
!შენ ამბობ: მთაში იასამნები, რომ სხვანაირად ჰყვავიან თურმე, ეს მოტივი ერთ ცნობილ პოეტს მაგონებს.
15. ქიფ ონ გოუინ, მაჟრამა :)) ქიფ ონ გოუინ, მაჟრამა :))
14. მადლობა, ნათლიდედ :) მარია პიუზო :დ წარმატებები!!! მადლობა, ნათლიდედ :) მარია პიუზო :დ წარმატებები!!!
13. ძალიანაც კარგი, ნათლიას გაახარებ:დდ უკაცრავად-ის გარეშე, წარმატებები! ძალიანაც კარგი, ნათლიას გაახარებ:დდ უკაცრავად-ის გარეშე, წარმატებები!
12. :დდ ასეთ ხმაურიან ნათლობასაც არ ველოდი, გპირდები, შემდეგ ლექსში არქაული ზმნები და ამადეო არ იქნება :დდ ასეთ ხმაურიან ნათლობასაც არ ველოდი, გპირდები, შემდეგ ლექსში არქაული ზმნები და ამადეო არ იქნება
11. უი, მომიკვდეს თავი:დდ არ ვიცოდი ჰოდა, მოგნათლე და ეგაა.<3 (მარტო შენზე არ იმასვქენი, ცნობისთვის:დ) უი, მომიკვდეს თავი:დდ არ ვიცოდი ჰოდა, მოგნათლე და ეგაა.<3 (მარტო შენზე არ იმასვქენი, ცნობისთვის:დ)
10. :დდ რაღა ჩემზე იმასშვები მერე, შე კაი ადამიანო, 20 წელია ამ საიტის წევრი ხარ და მე დღეს დავრეგისტრირდი, ველქამ მაინც გეთქვა :დდ გამოუშვი ბოლომდე მაშინ :დდ :დდ რაღა ჩემზე იმასშვები მერე, შე კაი ადამიანო, 20 წელია ამ საიტის წევრი ხარ და მე დღეს დავრეგისტრირდი, ველქამ მაინც გეთქვა :დდ გამოუშვი ბოლომდე მაშინ :დდ
9. კარგი რაა, ცუდ ხასიათზე ვარ და მომეცი ორთქლის გამოშვების საშუალება:) (პიეს. მოდილიანები არც კარგ ხასიათზე მომწონს:დ) კარგი რაა, ცუდ ხასიათზე ვარ და მომეცი ორთქლის გამოშვების საშუალება:) (პიეს. მოდილიანები არც კარგ ხასიათზე მომწონს:დ)
8. უკაცრავად და თქვენც წარმატებები, იმიტომ რომ მეც არ მომწონს, რომ თქვენ არ მოგწონთ ზემორე ტექსტი ჩემი :) თუ რამე სარითმო წყვილი დაგჭირდა, მითხარი, გმოსე, მეცქირა, მოდილიანი, კოპლებიანი-არ იქნება, გპირდები <3 უკაცრავად და თქვენც წარმატებები, იმიტომ რომ მეც არ მომწონს, რომ თქვენ არ მოგწონთ ზემორე ტექსტი ჩემი :) თუ რამე სარითმო წყვილი დაგჭირდა, მითხარი, გმოსე, მეცქირა, მოდილიანი, კოპლებიანი-არ იქნება, გპირდები <3
7. არ მომწონს ტექსტებში მოდილიანები, თან კოპლებიანების რითმად.არც მეცქირა, არც გმოსე. არც თემა და იდეაა საინტერესო/ახალი. არადა როგორი ლაღი და ძალდაუტანებელი ნაწერია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკაცრავად და წარმატებები თქვენ :) არ მომწონს ტექსტებში მოდილიანები, თან კოპლებიანების რითმად.არც მეცქირა, არც გმოსე. არც თემა და იდეაა საინტერესო/ახალი. არადა როგორი ლაღი და ძალდაუტანებელი ნაწერია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უკაცრავად და წარმატებები თქვენ :)
5. არადა, ამ კვირაში დავწერე არადა, ამ კვირაში დავწერე
4. მე სიამოვნებით ჩავიკითხე :) უბრალოდ რაღაც ისეთია, მეოცე საუკუნეში დაწერილს რომ გავს :) იყოს 5 :) მე სიამოვნებით ჩავიკითხე :) უბრალოდ რაღაც ისეთია, მეოცე საუკუნეში დაწერილს რომ გავს :) იყოს 5 :)
3. როდესაც გავხადე, ვეღარ დავხატე ))) გილოცავთ გამარჯვების დღეს! როდესაც გავხადე, ვეღარ დავხატე ))) გილოცავთ გამარჯვების დღეს!
2. გაწაფული ხელი ეტყობა. 5 გაწაფული ხელი ეტყობა. 5
1. არ დახატეთ ? :)
იყო ალაგ-ალაგ კარგი შტრიხები.
არ დახატეთ ? :)
იყო ალაგ-ალაგ კარგი შტრიხები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|