 | ავტორი: მარტინ ჟანრი: პოეზია 9 მაისი, 2020 |
ეს შენი მიწაა რომელიც შენს დაბადებამდე მამაშენის მიწა იყო, ეს შენი ხეებია რომლებიც მამაშენის დაბადებამდე დარგო ბაბუაშენმა, ეს ზღვაც შენია რომელიც შენი წინაპრების ჩამოსახლებამდეც ზღვა იყო. ესეც შენ, ესეც მამაშენის საფლავი რომელიც ბაბუაშენმა გათხარა, აი ბაბუაშენი რომელიც შენ უნდა დამარხო, აი შენი სახლის კარი სადაც ცისფერჩაფხუტიანები დგანან და დაგცინიან. აი შენი მეზობლები რომლებიც ბოლო ხმაზე მღერიან სიჩუმეს, გადამწვარი და უპატრონო ქოხები, სადაც ბალახები გადათელვას ნატრობენ.
ესეც შენი ღმერთი რომელიც მოგიწოდებს აგრესორისაკენ ლოყის მიშვერას, სხვა ღმერთებისგან განსხვავებით. ესეც შენი დანგრეული, დაქცეული და მშიშარა ერთსულოვნება, ესეც სიამაყე, ესეც არეული ცნობიერება გამოლეული მარილი, მდინარეები, ზღვები.
და აი შენი არაშენი მიწა, რომელიც ზედმეტად ახლოა ცასთან.
ხალხი რომელიც ზედმეტად მძიმეა ასეთი მისწისთვის.
აი შენც გამოკიდებული და ვერცერთს მიხლილი..
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|
|