ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
12 მაისი, 2020


იოს

რაც შემიყვარე, გამუდმებით ზღაპრებს ვიჯერებ,
პეპლებს ვამრავლებ დღენიადაგ, ანუ დავფრინავ
ხატებს ვავედრებ ხვალინდელ დღეს, ყველა სიკეთე
უნდა გისურვო ჩემთან ერთად, რადგან მარტივად
არ მოვა,ის რაც ჩავიფიქრეთ,რაც გვესიზმრება,
თუმცაღა არ ვცნობთ ვიღაცების შედგენილ კანონს,
ეს სიყვარული ვერ იქნება სხვების ბიზნესი
ათას ერთი და უფრო მეტი მიზეზის გამო.
რადგანაც ჩემთვის შენს მხრებს უცხო სიმშვიდე მოაქვთ,
ახლა უფალთან საუბარსაც სხვაგვარად ვიწყებ
აქამდე გული, როგორც ბნელი ოთახი მქონდა
შენ მოხვედი და გაანათე მთლიანი სივრცე.
და გარქმევ ყვითელს, უფრო სწორად მზისფერ სიყვარულს
სიმბოლურია, ცისარტყელამ ჩემთვის დაგტოვა
და მეც მასწავლი,შენთან ერთად მასზე სიარულს.
თორემ უშენოდ წუთითაც კი ისე მარტო ვარ....
მე გარქმევ ყვითელს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები