ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
15 მაისი, 2020


იმედგაცრუებების მზეში


შეიძლება წერო:
კევის ღეჭვაზე
თვალის ფრიალზე,
ცრურწმენებზე,
შვებას ვერ იგრძნობ,
თუ არ ამოწურე საკუთარი შესაძლებლობები..
არა და, ფორთოხლის შიგთავსივით გადმოიღვრები,
უადგილო კი არაფერი ვარგა..
გარემოებები გვხლეჩს კურკასთან.
ნაყოფის შეწირვა გვიწევს გარემოსა და გენეტიკისთვის..
ჩვენი შვილები ისეთი როგორ იქნებიან,
როგორც ჩვენ გვინდა..
როცა იმედგაცრუებების მზეში ვცხოვრობთ,
და ვიგლოვთ საკუთარი შესაძლო ყოფის არყოფნას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები