 | ავტორი: თ-ბ ჟანრი: პოეზია 23 მაისი, 2020 |
შენ არწივი ხარ, მთის კალთებზე დაზრდი მართვეებს, მუხისფესვებში ამოზრდილი გტკივა სამშობლო. ენა ქართული, გული სუფთა, ჯიში ქართული- არაქართული ხასიათი ღმერთმა გაშოროს.
შენ არწივი ხარ, ავაზა ხარ, ჯიხვი ხარ მთების, სამშობლოსათვის გამომცხვარი სეფისკვერი ხარ, პოეზიაზე ბატკანივით შენაწირი ხარ, ლექსებით თბები.
შენ პოეტი ხარ, სიტყვა ფეთქავს ლექსში სიწრფელის, სამშობლოს ცრემლი შეაშრება შენში მისსავე, ნაცვლად კი ნისლი წამოწვება მთებზე რძისფერი, მხრებზე დალალებდაფენილი ქალწულისავით.
საძალიხევში კალმახივით გადაეშვები, არა გყავს მაგრამ მუსრს გაავლებ მტერს და მოსისხარს, ავსებული გაქვს მადლითა და რწმენით პეშვები, ომახიანი ხმით მისწვდები ექოს თოფისას.
შენ არწივი ხარ უშიშარი და უდრეკელი, ციხესიმაგრე, ზღვის ტალღა ხარ, კლდე ხარ, ტაძარი... რა საჭიროა ყველას თვალწინ გადაეშალო- მთები დაძარი!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. იშვიათია ნამდვილად.
კარგია რომ იცნობ. იშვიათია ნამდვილად.
კარგია რომ იცნობ.
2. ცოტა ვიცი რაჟდენისავით გულწრფელი ადამიანი. მის კარგ თვისებებს ერთხელ ნახვითაც ადვილად იგრძნობ. გამეხარდა მიძღვნა. ცოტა ვიცი რაჟდენისავით გულწრფელი ადამიანი. მის კარგ თვისებებს ერთხელ ნახვითაც ადვილად იგრძნობ. გამეხარდა მიძღვნა.
1. ეს გამოცანა-ხუმრობაც იყოს აქ :) ----------
გამოცანა
თავიდანვე გააფრთხილებთ გულანთებულ მეომრებს, ვიტყვი მხოლოდ ერთადერთხელ აღარ გავიმეორებ- შეჭიდებას თუ გაბედავთ ნუ მიჰყვებით ბოლომდე, მას ვერაფერს ვერ დააკლებთ, თავებს გაიბოროტებთ.
გააქროლებს თავის ტაიჭს, თუმცა მოგუბრუნდებათ, მასსვე უთქვამს“ყველა ღელე კალაპოტს უბრუნდება“, მოვა არა როგორც მხეცი, არა როგორც ნადირი- დიპლომატი პოეტია ციდან ჩამოვარდნილი.
არ გეგონოთ გელაყბებით, ანდა გებაასებით, ასი მგოსნის გონება აქვს- შეიძლება ასობით. ასეთია ბუნებითად, ღმერთმა ხელი დარია, მარა ცოტა შეშლილია, ლექსებმა გადარია.
თუ ვერ მიხვდით გამოცანა მე ვისზე წამოვიწყე- ერთსაც გეტყვით მის სუფრაზე ვერაფრით ვერ მოიწყენ. მიგახვედრებთ: ერთი ძმა ჰყავს, ასევე ჰყავს ერთი და. 'დევნილია ცხრუკვეთიდან არა აფხაზეთიდან''.
ალბათ უკვე გამარტივდა პასუხი გამოცანის, ალბათ უკვე კარტის გახსნის გონივრული დროც არის. აქ მთავრდება ამ გამოსვლის მოკლე რეჩიტატივი, თქვენგან პასუხს ველოდები კრძალვითა და პატივით. ეს გამოცანა-ხუმრობაც იყოს აქ :) ----------
გამოცანა
თავიდანვე გააფრთხილებთ გულანთებულ მეომრებს, ვიტყვი მხოლოდ ერთადერთხელ აღარ გავიმეორებ- შეჭიდებას თუ გაბედავთ ნუ მიჰყვებით ბოლომდე, მას ვერაფერს ვერ დააკლებთ, თავებს გაიბოროტებთ.
გააქროლებს თავის ტაიჭს, თუმცა მოგუბრუნდებათ, მასსვე უთქვამს“ყველა ღელე კალაპოტს უბრუნდება“, მოვა არა როგორც მხეცი, არა როგორც ნადირი- დიპლომატი პოეტია ციდან ჩამოვარდნილი.
არ გეგონოთ გელაყბებით, ანდა გებაასებით, ასი მგოსნის გონება აქვს- შეიძლება ასობით. ასეთია ბუნებითად, ღმერთმა ხელი დარია, მარა ცოტა შეშლილია, ლექსებმა გადარია.
თუ ვერ მიხვდით გამოცანა მე ვისზე წამოვიწყე- ერთსაც გეტყვით მის სუფრაზე ვერაფრით ვერ მოიწყენ. მიგახვედრებთ: ერთი ძმა ჰყავს, ასევე ჰყავს ერთი და. `დევნილია ცხრუკვეთიდან არა აფხაზეთიდან``.
ალბათ უკვე გამარტივდა პასუხი გამოცანის, ალბათ უკვე კარტის გახსნის გონივრული დროც არის. აქ მთავრდება ამ გამოსვლის მოკლე რეჩიტატივი, თქვენგან პასუხს ველოდები კრძალვითა და პატივით.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|