ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
28 მაისი, 2020


წვიმის შიფტი

წვიმა ძველმოდური და პურდაპირია, უხამსად იჭრება ჩვენს ფიქრებში, საწოლის თავთან ჩამიგიჯდება-იოცნებე ჩემს ტიტინზეო.
ის ჩვილი ბავშვია, ჭამის შემდეგ ტუჩებს რომ ილოკს, პირს აცმაცუნებს
ტუჩებზე შერჩენილი რძის სუნით მტკბარი.
წვიმა მახინჯია, ნესტიანი და გაციებული, მაგრამ კეთილი,-რომანტიკას ბადებს ადამიანებში.
წვიმამ ჩურჩულუ იცის, დაყვავება, ფანჯარაზე მოგიკაკუნებს, სტუმარი გგონია, გაიქცევი მის შესახვედრად და ბრაზდები, არავინ გხვდება კართან, შენ წვიმას ვერ ამჩნევ-სტუმარი კი ღვთისაა!
წვიმა ცხადში ცხოვრობს. ერთხელ ინატრე და ნახავ, აუცილებლად მოვა.
წვიმა მუსიკოსია. მისგან ისწავლეს კომპოზიტორობა, ვინც შეძლო წვიმის მორზეს გაშიფვრა.
როცა წვიმს.. ცეკვავს ციდან მიწამდე წყლის ნაღვენთი- ბედისწერა გვიმზერს, თავიდან მღერს კაცობრიობის ისტორია. მასში ერთი დაუსრულებელი პოემაა, ათასჯერ ნათქვამი და კვლავაც ბევრჯერ გასამეორებელი. ვინც ამის გაგება შეძლო, იგენიოსა და ამ მიწას ვეღარ მოერგო.
წვიმა ერთადერთია, ვინც თავისთავს ხშირად უამბობს ამბავს, მაგრამ ჯერ არ გაგიჟებულა!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები