წკაპ! წკაპ! წკაპ! წვიმს...
იატაკზე ქვაბები აწყვია...
ტალახიანი ფეხის ნაკვალევი ირევა ოთახში... მაგიდასთან სხედან ბავშვები... წინ ჯამებით, კოვზებით და ერთი პურით.... ჯამები ნახევრად სავსე, წყალწყალა წვნიანით... დედა მოშორებით ზის... (შვილის ვერმკვლელი) კალთაში ნაბოლარა ბავშვით...
ყოველ წელს ერთით მეტნი არიან.. ყოველ წელს ჩურჩულებენ მეზობლები... ნეტავ რად უნდოდა?! ("ირიბად ნასროლი უფრო პირდაპირ ჭრის"1)
ბავშვები ზანტად ჭამენ იგივეს... ფრჩხილებდაუჭრელი ფეხის თითები მოუჩანთ დახეული ფეხსაცმლიდან...
მამა ბრუნდება... ისევ მთვრალი... ისევ მიზეზების მაძებარი... _საჭმელი რა გვაქვს?! დედა ამოიოხრებს: _ წვნიანი... მამა თავს ხდის მიმქრალი ღუმლის გვერდით მდგარ ქვაბს. _ესაა საჭმელი?! ტონს უწევს მამა. _რაც მოგაქვს ეგ არის. დაბალი ტონით პასუხობს დედა და ბავშვს უფროს შვილს აწვდის...
ტალახიანი ფეხი ხვდება ქვაბს. ქვაბი ბრუნდება... საჭმელი იატაკზე იღვრება...
იატაკზე ვარდება დედაც.... და მისი „წილი“ ტალახი ემჩნევა...
ბავშვებს შიშის ზარი უვლით... ხან დედა სძულთ, ხან მამა, ხან ორივე ერთად... და მაინც, სხედან და უყურებენ...
მეზობლებმა იციან მიზეზი... იატაკის საწმენდი ჯოხი, ან შეშა, ან კარი... (სხვისი ოჯახის საქმე_სხვისია...)
მამა დაბრუნდა, ისევ მთვრალი... ისევ მტვრევა... ისევ დედა... ისევ კარი და შეშა...
უნდა აიტანოს, უნდა გაუძლოს... ამდენი ბავშვით... უმომავლოდ... კედელსაც ვერ მიეყრდნობა...
ისევ სასმელი.... დედის კივილი... მამის შეშლილი სახე... გაფითრებული ბავშვები...
******************* ასე ცხოვრობენ სხვა ქალებიც... იქვე ცხოვრობენ მეზობლები... ნათესავები... ადამიანები... ღრმად დახუჭული თვალებით და ყურებით...
და კაცები, („შინ ყვირილი რო გაგიადვილდება და გარეთ ხმის გაღების შეგრცხვება“2 )
იქ, სადაც არსებობს განათლება... იქ, სადაც ყველაფერს აქვს სახელი... იქ, სადაც უნდა იყოს გამოსავალი...
იქ, კვდებიან ქალები... ან კლავენ, ან თავს იკლავენ...
დამნაშავე ერთია ათასთაგანი.... (ან ათასივე ერთად..)
გამოყენებული ციტატები: 1. კონსტატინე გამსახურდია „დიდოსტატი კონტსტანტინეს მარჯვენა“ 2. გიორგი არაბული ”ალდის ლექსი. ალდის სიზმრები“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. მადლობა უკუკავშირისთვის! მნიშვნელოვანია თითოეული შეფასება! მადლობა უკუკავშირისთვის! მნიშვნელოვანია თითოეული შეფასება!
8. "კარსაც ვერ მიეყრდნობა" +++ "კარსაც ვერ მიეყრდნობა" +++
7. ბევრ ქალს შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ. არ ჰყოფნით გამბედაობა წერტილი დაუსვან სიტიაციას და მიჰყვებიანნდინებას,მხოლოდ დინებით ჩამონატარებ ნაგავს და მორებს იცილებენ შეძლებისდაგვარად. ბევრინქალია ასე,მანამ სანამ სახელნწიფო უფრო ეფექტურად არ იზრუნებს მათზე,სანამ ხალხი არ გამოიბერტყავს ყურებს და დაიცავს ჩაგრულს...სანმ...სანამ 5 ქულა ბევრ ქალს შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ. არ ჰყოფნით გამბედაობა წერტილი დაუსვან სიტიაციას და მიჰყვებიანნდინებას,მხოლოდ დინებით ჩამონატარებ ნაგავს და მორებს იცილებენ შეძლებისდაგვარად. ბევრინქალია ასე,მანამ სანამ სახელნწიფო უფრო ეფექტურად არ იზრუნებს მათზე,სანამ ხალხი არ გამოიბერტყავს ყურებს და დაიცავს ჩაგრულს...სანმ...სანამ 5 ქულა
6. მადლობა თითოეულ თქვენგანს უკუკავშირისთვის! ❤️ მადლობა თითოეულ თქვენგანს უკუკავშირისთვის! ❤️
4. “უნდა აიტანოს, უნდა გაუძლოს... ამდენი ბავშვით... უმომავლოდ... კედელსაც ვერ მიეყრდნობა...“
ის რაც თქვენ აღწერეთ, მიმტკიცებს, რომ მამას მომავალი არ მოაქვს სახლში შესაბამისად რომელ უმომავლობაზეა საუბარი?
ეს სიტუაცია იყო პირველი ბავშვამდე ალბათ და მერეც, მეორემდეც მაშინ უფრო ადვილია მომავალზე ფიქრი და თან ბავშვებიც არ ემატება
არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვფიქრობ, მაგრამ შესაწყვეტს რაც ადრე შეწყვეტ უკეთესია
“უნდა აიტანოს, უნდა გაუძლოს... ამდენი ბავშვით... უმომავლოდ... კედელსაც ვერ მიეყრდნობა...“
ის რაც თქვენ აღწერეთ, მიმტკიცებს, რომ მამას მომავალი არ მოაქვს სახლში შესაბამისად რომელ უმომავლობაზეა საუბარი?
ეს სიტუაცია იყო პირველი ბავშვამდე ალბათ და მერეც, მეორემდეც მაშინ უფრო ადვილია მომავალზე ფიქრი და თან ბავშვებიც არ ემატება
არ ვიცი, შეიძლება არასწორად ვფიქრობ, მაგრამ შესაწყვეტს რაც ადრე შეწყვეტ უკეთესია
3. ყოველ წელს ერთით მეტნი არიან.. ყოველ წელს ჩურჩულებენ მეზობლები... ნეტავ რად უნდოდა?!
მამა დაბრუნდა, ისევ მთვრალი...
ხოდა, თუ ლოთობს მამა " ირიბად ნათქვამი" რა გასაკვირია. ყოველ წელს ერთით მეტნი არიან.. ყოველ წელს ჩურჩულებენ მეზობლები... ნეტავ რად უნდოდა?!
მამა დაბრუნდა, ისევ მთვრალი...
ხოდა, თუ ლოთობს მამა " ირიბად ნათქვამი" რა გასაკვირია.
2. უემოციოდ ვერ წავიკითხე, წარმატებები. უემოციოდ ვერ წავიკითხე, წარმატებები.
1. ყველა უბედურია, მამაც. რთული თემაა, მეზობლების არჩაურევლობაც. ზოგჯერ მეზობელი ორივე მხრიდან გამტყუნებული რჩება. 5 ქულას მოგცემთ.
ყველა უბედურია, მამაც. რთული თემაა, მეზობლების არჩაურევლობაც. ზოგჯერ მეზობელი ორივე მხრიდან გამტყუნებული რჩება. 5 ქულას მოგცემთ.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|