მთავარი გვერდი
პორტალის შესახებ
რეგისტრაცია
ნაწარმოებები
კომენტარები
რეცენზიები
დღიურები
წევრები
ლიტ-მოვლენა
ილუსტრაცია
მოგვწერეთ
ძებნა
ფორუმი
გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.
* * *
დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!
ყველა ნაწარმოები
ავტორი:
თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
2 ივნისი, 2020
სიცოცხლის იმედი
ღამეა, ოთახში ჩავაქრე ნათურა,
თვალებში მეფურად სიბნელე ჩამოდგა,
საწოლის კიდესთან ინსტიქტით მივედი,
თან თავი ავხადე ჩემ სულის ჩემოდანს
და ფიქრებს მივუგდე სვავივით საჯიჯგნად,
ღამესთან ვერაფერს დავმალავ ხომ ვიცი...
ტანსაცმელს სხეულის სიმძიმე ვაშორე
და ტანზე კუპრივით სიბნელე მოვიცვი.
წამსა და წამს შუა ადუღდა ფიქრეები
ვით ლავა, რომელიც საცაა გადმოვა,
ღამესთან სამსჯავროდ გატანილ ჩემს თავთან
შევშინდი, შენდობა შევთხოვე მაცხოვარს.
ფანჯრიდან გამოჩნდა ციური სინათლე
მთვარეა ცინიზმით შემყურებს თვალებში,
მე ჩემზე რაღა ვთქვა, რომ ღვთიურ ზეცაში
არსებულ მნათობსაც ამჩნია ლაქები.
რატომღაც მეფიქრა იქნებ და ამ ღამეს
სიკვდილიც მოვიდეს, ვერ გავძლო დილამდე.
და მაინც სიცოცხლის უსაზღვრო იმედით
საწოლზე სხეული გვამივით მივაგდე...
გადმოწერეთ PDF ფორმატში
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
1.
ამჩნია - აჩნია
სიკვდილამდე შორია
ყველას გვაშოროს
ამჩნია - აჩნია
სიკვდილამდე შორია
ყველას გვაშოროს
ნ-ი-კ-ი.
2020-06-04 11:42:40
მონაცემები არ არის
მონაცემები არ არის
18.04.2026 19:04:40