 | ავტორი: ფლორენცია ჟანრი: პოეზია 14 ივნისი, 2020 |
-მადლობა,ცრემლები არ გვინდა! გამიშვი, ტყუილად მაკავებ! თუ შეგხვდე , იცოდე არ მითხრა, "მომენატრეო" ან "ხვალამდე"!
-მშვიდობით, იყავი სულ კარგად! გრძნობები ტყუილად გაგანდე, სიყვარულს ძალები სჭირდება, მინდა დაგივიწყო, მაცალე!
-წავედი, არ მომყვე კარამდე! გზებს აწი თავადვე გავიკვლევ! დრო კურნავს ყველაფერს იცოდი? -ვიცოდი, არ ვღირვარ ამად მე!
-ვილოცებ შენთვისაც, ჩემთვისაც, გგონია გატყუებ?-გემჩნევა! ცრემლს ნუ მწმენდ, ეს ცრემლი კი არა, რაღაც ჩამივარდა, გეშლება!
-გშორდები, ნურაფერს მპირდები! ჩვენს ამბავს ვერ დავწერთ ახლიდან, ზოგი იბადება რომ უყვარდეთ, ზოგისთვის დაბადებაც არ ღირდა!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ფლორენცია დიდი მადლობა ძალიან ვისიამოვნე ვიდეოთი, ძალიან გთხოვ ის ვიდეო აქ დადე. ფლორენცია დიდი მადლობა ძალიან ვისიამოვნე ვიდეოთი, ძალიან გთხოვ ის ვიდეო აქ დადე.
2. მუხა, :) ამისთვის მისამღერიც მაქვს, ოღონდ აქ არ მოუხდებოდა. ჩემმა ძმამ ვერ მოიცალა რომ ჩემს ტექსტებზე დაწეროს, თუ შენ რამეში გამოგადგება ... :) მუხა, :) ამისთვის მისამღერიც მაქვს, ოღონდ აქ არ მოუხდებოდა. ჩემმა ძმამ ვერ მოიცალა რომ ჩემს ტექსტებზე დაწეროს, თუ შენ რამეში გამოგადგება ... :)
1. ძალიან, ძალიან მომეწონა, უნდა ვიმღერო ძალიან, ძალიან მომეწონა, უნდა ვიმღერო
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|