 | ავტორი: ბენ-ჰური ჟანრი: პოეზია 18 ივნისი, 2020 |
ერი რომ ლოცვას მოიწყენს და შეწყვეტს ღმერთის მადლობას, ეშმაკი უმალ მოიწვევს მთელს თავის მხედარ-სარდლობას.
იარაღს გააიაფებს, ომს გადააქცევს გართობად, ყველგან ცეცხლს ააბრიალებს და მით მოიწყობს გათბობას.
ქვეყანას აურ-დაურევს, დაარღვევს თანაფარდობას, მოხუცს სიბერეს წაართმევს, ყმაწვილს კი ახალგაზრდობას.
სიმართლეს გააზარმაცებს, ტყუილს შეჰმატებს მარდობას, ხალხს ჭეშმარიტ გზას ააცდენს, აქუხებს უსამართლობას.
სიფხიზლეს უნარს წაართმევს, გააბატონებს სმა-თრობას, ზაფხული თავს ვერ გაართმევს, რომ გარდატეხოს ზამთრობა.
ბუნებაც შუა მაისში, შემოაბრუნებს ავდრობას. ვარდი კოკორს ვერ გაიშლის, დაჯაბნის ეკალ-ბარდობა.
ლომს აღარავინ მოუსმენს, მეფედ დაჯდება აფთრობა, მაშინ არწივსაც მოუწევს თავზე დაისვას ქათმობა.
მაგრამ თუ ბრალს ვაღიარებთ, ცრემლს დავღვრით და ვცდით განღმრთობას, წაღმა შემოვატრიალებთ ეშმაკის უკუღმართობას!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. ერი რომ ლოცვას მოიწყენს და შეწყვეტს ღმერთის მადლობას, ეშმაკი უმალ მოიწვევს მთელს თავის მხედარ-სარდლობას.
ძალიან სწორი ნათქვამია. ერი რომ ლოცვას მოიწყენს და შეწყვეტს ღმერთის მადლობას, ეშმაკი უმალ მოიწვევს მთელს თავის მხედარ-სარდლობას.
ძალიან სწორი ნათქვამია.
4. სრულად გეთანხმები რომ ყველას თავისი ათვლის სისტემა აქვს და იქიდან იყურება. მე იმის თქმა მინდოდა, რომ შეიძლება არ გწამდეს, მაგრამ საქციელით და ცხოვრებით სწორად და მადლიანად იცხოვრო-ეს უფრო დიდი ღვთისნიერებაა. ლექსი ნამდვილად საინტერესოა. სრულად გეთანხმები რომ ყველას თავისი ათვლის სისტემა აქვს და იქიდან იყურება. მე იმის თქმა მინდოდა, რომ შეიძლება არ გწამდეს, მაგრამ საქციელით და ცხოვრებით სწორად და მადლიანად იცხოვრო-ეს უფრო დიდი ღვთისნიერებაა. ლექსი ნამდვილად საინტერესოა.
3. ფლორენცია, ყველა ხომ თავისი გადმოსახედიდან წერს, აფასებს, აკეთებს, ამბობს და ა.შ. მე ქრისტიანი ვარ, ქრისტიანი ერის შვილი და შესაბამისად ჩემი დანახული რეალობაც ასეთია :) ღმერთი თუ არ გწამს, ღვთისნიერი როგორ უნდა იყო? ჯერ ეხლა რა ვარ და ღმერთი რომ არ მწამდეს მონსტრი ვიქნებოდი! მე სულ მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ვითომ ღმერთი არ სწამთ და კეთილები არიან. ორმაგი უგუნურება მგონია ეგ :) ფლორენცია, ყველა ხომ თავისი გადმოსახედიდან წერს, აფასებს, აკეთებს, ამბობს და ა.შ. მე ქრისტიანი ვარ, ქრისტიანი ერის შვილი და შესაბამისად ჩემი დანახული რეალობაც ასეთია :) ღმერთი თუ არ გწამს, ღვთისნიერი როგორ უნდა იყო? ჯერ ეხლა რა ვარ და ღმერთი რომ არ მწამდეს მონსტრი ვიქნებოდი! მე სულ მიკვირს იმ ადამიანების, ვისაც ვითომ ღმერთი არ სწამთ და კეთილები არიან. ორმაგი უგუნურება მგონია ეგ :)
2. მომეწონა, ძალიან კარგია! ლექსმა გამახსენა, ერთი ახალგაზრდა კაცი იყო, გარეგნობით მშვენიერი,იტყოდი რა დედამ გშობაო და უცბად გარდაიცვალა, პანაშვიდზე მივედით გარდაცვლილის და რომელიც ძმაზე 15 წლით დიდი იყო, ასე დასტიროდა: ხალხნოო ამანა სული ეშმაკს მიჰყიდა , სული ეშმაკს მიჰყიდა, თორე სასიკვდილო რაღა ქონდაო, თურმე სულ ლოთობდა, და ეხვეწებოდა მე გაგზარდე, ილოცე გამოსწორდი- შენ უნდა დამიტიროო , მაგრამ ერთ დღესაც არაყი (ხელოვნირი ვოდკა) დაულევია და ვერ გადაარჩინეს.
ურწმუნეობა და ლოთობა ყველა უბედურების საწინდარია! მომეწონა, ძალიან კარგია! ლექსმა გამახსენა, ერთი ახალგაზრდა კაცი იყო, გარეგნობით მშვენიერი,იტყოდი რა დედამ გშობაო და უცბად გარდაიცვალა, პანაშვიდზე მივედით გარდაცვლილის და რომელიც ძმაზე 15 წლით დიდი იყო, ასე დასტიროდა: ხალხნოო ამანა სული ეშმაკს მიჰყიდა , სული ეშმაკს მიჰყიდა, თორე სასიკვდილო რაღა ქონდაო, თურმე სულ ლოთობდა, და ეხვეწებოდა მე გაგზარდე, ილოცე გამოსწორდი- შენ უნდა დამიტიროო , მაგრამ ერთ დღესაც არაყი (ხელოვნირი ვოდკა) დაულევია და ვერ გადაარჩინეს.
ურწმუნეობა და ლოთობა ყველა უბედურების საწინდარია!
1. ბევრი მინახავს, უთქვამს აღსარება, ულოცია და მეორე წუთას კვლავ სააღსარებო გამხდარა. არც რწმენა არ განსაზღრავს იმას, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი-შეიძლება არ გწამდეს ღმერთი, მაგრამ საქციელითა და ცხოვრებით ყველაზე უფრო ღვთისნიერი და მადლიანი იყო. ლექსი საინტერესოა ბევრი მინახავს, უთქვამს აღსარება, ულოცია და მეორე წუთას კვლავ სააღსარებო გამხდარა. არც რწმენა არ განსაზღრავს იმას, რაც ზემოთაა ჩამოთვლილი-შეიძლება არ გწამდეს ღმერთი, მაგრამ საქციელითა და ცხოვრებით ყველაზე უფრო ღვთისნიერი და მადლიანი იყო. ლექსი საინტერესოა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|