დიდი სისულელეა სიცოცხლე, - ვთქვი და მეგობრის ხელი მომხვდა ტუჩებში, რა თქმა უნდა ცივად შევხედე, მან კი , ჯერ მაგიდაზე დამიკაკუნა საჩვენებელი თითი , მერე ძახილის ნიშანივით მაღლა აღმართა, იმის ნიშნად რომ, თუ გავიმეორებ, კიდევ მომხვდება! მტრისას კაცის ხელი, გამოცდილი მაქვს. მისი სიმძიმე კანქვეშ კი არა, ხორცში კი არა, ძვლებში ატანს ! და რაც მთავარია, უკან არასდროს ამოდის. მე კი თავის მართლება მიწევს, რომ „სტოკჰოლმის სინდრომი“ მართლა არ მჭირდა, როცა ბოდიშის ნიშნად „ეგ არ უნდა მექნა“ მივიღე. როცა ღამით გაღვიძება არ შევიმჩნიე, შიშველ მხარზე მისი ტუჩების შეხებისას . ან დილით, ყავის სმის დროს, სახეზე უადგილოდ ამოსული ბეწვი როცა ამომაცალა. თვალზე ცრემლი მომადგა (ჩემი სისუსტე) , ვეღარ ვღებულობ მის ყურადღებას. საძინებელში ჩამოვწურე ბოლო ცრემლები. ძნელია იქ, სადაც სიყვარული აღარაა, მაგრამ თუ ადამიანი ხარ ფეხზე ვერავის დაიკიდებ. მითუმეტეს მას, ვისთანაც... მეცოდება იმის გამო, რომ აღარ მიყვარს, მერე რა, რომ ბარი-ბარში ვართ. და იმის გამოც , რომ მე უკუღმართი, ტირილის მერე, ჩემი სიშიშვლის მამხილებელი ფოტოების, მეგობართან გასაგზავნად მზადაც ვიყავი. რა შუაშია? ამ საქციელით მასაც ვაჩვენებ ჩემს აუტანლობას, თითქოს ეს ქცევა მიადვილებდეს შესაბამისობაში მოყვანას იმის, რომ ასეთი ყოფის მართლაც ღირსი ვარ. სამაგიერო არ იფიქროთ, ეს თვითგვემაა. ამაზე წერაც. რატომ არ გავაკეთე? ის არასდროს დამიდასტურებს რომ საზიზღარი ვარ, ასეც რომ თვლიდეს, იმიტომ, რომ მეგობარია, დამინდობს. ჰოდა მეც ვინდობ ტყუილის თქმისგან, რომ სიცოცხლე მშვენიერია და უნდა მიყვარდეს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. რა არის საწყენი? ის რომ თქვენთვის მარტივია რაღაც, რაც სხვისთვის რთულია? თუ ის რომ ეს პოეზია არაა? ცხოვრებაა სამაგიეროდ.
ჩემთვის სულერთია თქვენ რას დაარქმევთ. იყოს კომპლექსი! ამის დამწერს კომენტარი მეწყინება? თაფლივითაა :)
რა არის საწყენი? ის რომ თქვენთვის მარტივია რაღაც, რაც სხვისთვის რთულია? თუ ის რომ ეს პოეზია არაა? ცხოვრებაა სამაგიეროდ.
ჩემთვის სულერთია თქვენ რას დაარქმევთ. იყოს კომპლექსი! ამის დამწერს კომენტარი მეწყინება? თაფლივითაა :)
8. სათაური აქვს უზუსტესი - საუჯრე, მაგრამ არა ამოსაღები. მაპატიეთ ნინა, მაგრამ ეს არც პოეზიაა და არც დიდად ფსიქოლოგია, ეს მხოლოდ კომპლექსია. უმარტივესია, დაიკარგა სიყვარული? წადი და იპოვე. თუნდაც სხვაგან, თუნდაც სხვასთან. სულ ესაა ამ ფილოსოფიის სიღრმე. მშვენივრად ვიცი თქვენივე შემოქმედებიდან თქვენი ბრწყინვალე ნიჭიერება და ამიტომ, იმედი მაქვს ამ კონკრეტულ, მცირე კრიტიკას არ მიწყენთ. კეთილი სურვილებით, წარმატებები სათაური აქვს უზუსტესი - საუჯრე, მაგრამ არა ამოსაღები. მაპატიეთ ნინა, მაგრამ ეს არც პოეზიაა და არც დიდად ფსიქოლოგია, ეს მხოლოდ კომპლექსია. უმარტივესია, დაიკარგა სიყვარული? წადი და იპოვე. თუნდაც სხვაგან, თუნდაც სხვასთან. სულ ესაა ამ ფილოსოფიის სიღრმე. მშვენივრად ვიცი თქვენივე შემოქმედებიდან თქვენი ბრწყინვალე ნიჭიერება და ამიტომ, იმედი მაქვს ამ კონკრეტულ, მცირე კრიტიკას არ მიწყენთ. კეთილი სურვილებით, წარმატებები
7. მტრისას კაცის ხელი :დდ თქვენი კი მომწონს. +++ ფსიწოლოგიური ტექსტია. მტრისას კაცის ხელი :დდ თქვენი კი მომწონს. +++ ფსიწოლოგიური ტექსტია.
6. ის არასდროს დამიდასტურებს რომ საზიზღარი ვარ, ასეც რომ თვლიდეს, იმიტომ, რომ მეგობარია, დამინდობს. ჰოდა მეც ვინდობ ტყუილის თქმისგან, რომ სიცოცხლე მშვენიერია და უნდა მიყვარდეს.
მომეწონა ის არასდროს დამიდასტურებს რომ საზიზღარი ვარ, ასეც რომ თვლიდეს, იმიტომ, რომ მეგობარია, დამინდობს. ჰოდა მეც ვინდობ ტყუილის თქმისგან, რომ სიცოცხლე მშვენიერია და უნდა მიყვარდეს.
მომეწონა
4. თანდათან რთულდება შენი პოეზია. თანდათან რთულდება შენი პოეზია.
3. რამდენი ქალის ამბავია ეს ლექსი-არ აქვს თვლა. უსიყვარულობა-მუდმივი სატკივარი რამდენი ქალის ამბავია ეს ლექსი-არ აქვს თვლა. უსიყვარულობა-მუდმივი სატკივარი
2. დიდი სისულელეა სიცოცხლე, - ვთქვი და მეგობრის ხელი მომხვდა ტუჩებში,
ეს მომრწონა. დიდი სისულელეა სიცოცხლე, - ვთქვი და მეგობრის ხელი მომხვდა ტუჩებში,
ეს მომრწონა.
1. კარგია, უჯრაში რომ არ ჩატოვე .
უკუღმართი :)
კარგია, უჯრაში რომ არ ჩატოვე .
უკუღმართი :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|