5. როგორი ლამაზია... როგორი ლამაზია...
2. )) გმადლობ ფლორენცია )) გმადლობ ფლორენცია
1. იქ, სადაც მზეა, ჰორიზონტებზე ბარხატისფერი აკორდები ქარიშხლებს გაშლის. შენი თითები დაეწნება ისე მირაჟებს, აცახცახებულ სულში როგორც სევდა სინაზეს. კმარა პიანო, მოდერატოს აუდგით ენა რომ სისხლის დენამ შეიდედოს შენი ნასუნთქი - მსუყე და მქისე. დამიხშე სმენა, როგორც კი მყისვე გამაოგნებს შენი ალები, როგორც თვალები ნისლეულების, იმ სნეულების მომედება მწველი ხუნდები და დაბრუნდები, მოხვალ ჩემთვის, როგორც კესანე და არასოდეს არ გახუნდები! იქ, სადაც მზეა, ჰორიზონტებზე ბარხატისფერი აკორდები ქარიშხლებს გაშლის. შენი თითები დაეწნება ისე მირაჟებს, აცახცახებულ სულში როგორც სევდა სინაზეს. კმარა პიანო, მოდერატოს აუდგით ენა რომ სისხლის დენამ შეიდედოს შენი ნასუნთქი - მსუყე და მქისე. დამიხშე სმენა, როგორც კი მყისვე გამაოგნებს შენი ალები, როგორც თვალები ნისლეულების, იმ სნეულების მომედება მწველი ხუნდები და დაბრუნდები, მოხვალ ჩემთვის, როგორც კესანე და არასოდეს არ გახუნდები!
|