| ავტორი: ფი-ფო ჟანრი: პოეზია 8 ივლისი, 2020 |
სინდისის გარდა,ყველაფერი გავყიდე უკვე! ვზივარ და ჩემს თავს, "უყველაფრო" მომავალს ვურკვევ! თუმცა,რაც დამრჩა "გასაყიდი",იმაზე დარდით- ვისთან ვრჩებიო? თავს უშველოს...ისიც კი გარბის! შენ კი,უფალო! ცდომილისთვის ვერ მოიცალე... მას შემდეგ,რაც კი "საცხოვრისი" გამოიცვალე... ან,კი, რა ვქენი, უზენაესს გებრალებოდე? მაცდურს შეკრული...იმის ფიქრით,-ცოდვით ვძღებოდე! სანთელ-საკმეველს,გუნდრუკს ვუკმევ შენთან მორკინალს... მისი ღვთაება დამდებია, გულზედ, ბორკილად!... რას არ ვაკეთებ,ვირჯები და ვიღვრები ოფლად, დავიშორავო სავალი გზა...რომ შენთან ყოფნა აღარ მომინდეს,ვეღარ ვზიდე,მძიმეა ტვირთი... ცოდვის შვილებთან შეკრული ვარ...ტალერებს ვითვლი... ვით,ლუდოვიკო! (ვისი ცოდვაც უფრო დიდია!) ვისაც წამოსცდა,-საფრანგეთი? "ცერზედ" მკიდია!" და როცა,უკვე ყველაფერი გარკვეულია! როცა როკაპნი, სხვის დაკრულზედ დავლურს უვლიან! როცა წაგვლეკა უღმერთობის ზვირთმა და ტალღამ, როცა გამქრალა სატანისტთა მოღლა თუ დაღლა! სად ხარ,რად სდუმხარ,რაღა გინდა ამაზე მეტი? ერსაც და ბერსაც უღმერთობის დაგვსხმია რეტი... ვზივართ და ჩვენს თავს,არარსებულ მომავალს ვურკვევთ... სინდისი? ხუმრობ? რა სინდისი! გავყიდეთ უკვე!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. "ვზივართ და ჩვენს თავს,არარსებულ მომავალს ვურკვევთ... სინდისი? ხუმრობ? რა სინდისი! გავყიდეთ უკვე!!!"
კომენტარი აღარაა საჭირო 5 "ვზივართ და ჩვენს თავს,არარსებულ მომავალს ვურკვევთ... სინდისი? ხუმრობ? რა სინდისი! გავყიდეთ უკვე!!!"
კომენტარი აღარაა საჭირო 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|