ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2020


მე-ომები

საჭესთან ღმერთია ჩემი საწიერი.

რაც ვიყავ, ისევ ის თუ ვიქნები,  სულსხვაში დამტოვებს, არაჩემეული.

მივქრი და სულ არ მივდივარ,
მივდივარ და მაშინაც მივქრი.

სულ არ მინდა ვიყო მარადი,
რაც მბეზრდება კუთხეში მკუჭავს.


თამარა თუ ხარ, შეიძლება გივი გიწოდონ, მრავალჯერ თუ არ დაამტკიცე, რომ გივი მაინც არ ხარ.

არ მიყვარს როცა არ მისმენენ, რადგან საერთოდ არ მიყვარს ლაპარაკი.

შენებური თვალის გაწვდენით გახვედრებს, სხვასთან სიტყვა ბალღამია და გათავისუფლებს.

მინდა ის ფრთები, სხვებისთვის გოჯები..
დუმილი მათთვის მიწონილი სიცრუის ნაცვლად.

არ ვარ მაინც შორი სიახლოვისთვის და ახლო სიშორისთვის.

გინდა გითხრა გასახარი?-აი, უკვე გითხარი, რომ შენი სიხარული მინდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს