მარინა ცვეტაევა - გალურსმული
ვარ სამარცხვინო ძელზე გაკრული სლავურ სინდისის ძველი სამართლით, გულმოშხამული, დამღადასმული, თავს ბრალეულად თუმცა არა ვთვლი.
ზიარების წინ ვით მოზიარე - მშვიდი ვარ, განა ნერვებაშლილი, ბრალი არ მიძღვის, თუ ვეძებ გარეთ ბედნიერებას ხელებგაწვდილი.
გადაითვალეთ ჩემი ზინათი, ეგებ დავბრმავდი, ფუჭად გავცხარდი? ხედავთ ოქრო-ვერცხლს თვალის სინათლით? მუჭში შემომრჩა მხოლოდ ნაცარი!
ბედნიერთაგან - ლიქნმა, მუდარამ, ეს მამათხოვრა უპოვარებით, ამას წავიღებ საგზლად მდუმართა ამბორისყოფის უცხო მხარეში.
24 ივლისი, 2020 წ.
Марина Цветаева - Пригвождена
Пригвождена к позорному столбу Славянской совести старинной, С змеею в сердце и с клеймом на лбу, Я утверждаю, что — невинна.
Я утверждаю, что во мне покой Причастницы перед причастьем. Что не моя вина, что я с рукой По площадям стою — за счастьем.
Пересмотрите всё мое добро, Скажите — или я ослепла? Где золото мое? Где серебро? В моей руке — лишь горстка пепла!
И это всё, что лестью и мольбой Я выпросила у счастливых. И это всё, что я возьму с собой В край целований молчаливых.
19 мая 1920
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|