 | ავტორი: გურამმმ ჟანრი: პროზა 28 ივლისი, 2020 |
მზის ჩასვლისას ფოტო გადაუღე თავჩასაღუნად გამზადებულ მზესუმზირას. ეს ახლა გამახსენდა. კარგი დროა გასახსენებლად, არა? წლები გავიდა და შევიცვალეთ. ბოლომდე გავიხსენებ. დაღამებულზე, მსხვერპლის არჩევის დროს, თამამად მოგლიჯე. "ჩემი მსხვერპლი ეს იქნება. ფოტო მაქვს ამისი. ცოცხალს ვტოვებ". დაგიჯერეთ - კეთილი, სათნო და უცოდველი გოგონას როლი. ჩვენ ერთმანეთი ავირჩიეთ სამუდამო გაქრობისთვის. შენ - სიკვდილის მერეც შეუცვლელი. რას წარმოვიდგენდი... მაშინ როგორ მივხვდებოდი, რომ ყველაზე ულმობელი ზუსტად შენ იყავი. მეგონა, ცაში გამოკიდებული, მიწას ჯერ ვერ მოახლოებული, მიყვარდი. სხვაგან მოფარფატე უსხეულო სულის გამო გაღმერთებდი. ხვდებოდი, ვიცი. კარგად მახსოვს. თავჩაღუნულებს შორის ის იდგა მხოლოდ მზისკენ ჯიუტად მიმზირალი. ჩვენ რომ ანგელოზი გვგონებოდი, ნიღაბი რომ კარგად მოგერგო, სანაცვლოდ ფარულ აგრესიას ყოველთვის ასე ავლენდი? ვუფიქრდები იმ ლამაზ დღეს და შენი ვერაგობა მაგიჟებს. ყველაზე მეტად რისი მოკვლაც გსურდა, ზუსტად ის მოკალი. შევცდი და არ უნდა მყვარებოდი. რა გინდოდა? ფოტოს მაინც რისთვის უღებდი? ცოცხალი დატოვე - მხოლოდ წამიერი კადრი. იმის იქით და აქეთ არაფერი აღარ არის. წეღანაც გითხარი: შევიცვალეთ და დროის ბევრ კადრში ვართ. სიცოცხლე ეს არის. სულ ერთია. არ დამეთანხმები. *** თვალებზე ნაჭერშემოხვეულს თითი დაგაჭირა. "ჯანდაბა, ვინ დაასველა?!". გადარჩი. ცრემლებით გაჟღენთილი იყო ჩვარი. არ გამემეტე დასაბრმავებლად. ჩემი შერჩეული უდროოდ მოვკალი. დავისაჯე და მსხვერპლად შემოგემატე. *** იმ საზარელ ღამეს რომ ვიხსენებ, ტვინი ამიფეთქდეს ლამის. სისხლი კედელზე. დაღუნული ცერა თითი ბოლომდე ვერ დაემჩნა. შენი კვალი ამოვიცანი. მაშინაც დაგიჯერეთ - ჩემზე მზრუნველი, ერთდროულად მსხვერპლისა და გმირის როლი. ისევ გეტვყი: ყველაზე ულმობელი შენ იყავი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ტერიკო, მადლობა. ნამდვილად ცივსისხლიანია ულმობელი ტერიკო, მადლობა. ნამდვილად ცივსისხლიანია ულმობელი
8. ემოციურია.. ულმობელი ადამიანი ყოველთვის ცივ სისხლიანი მგონია, პირდაპირი გაგებით. მომეწონა. ემოციურია.. ულმობელი ადამიანი ყოველთვის ცივ სისხლიანი მგონია, პირდაპირი გაგებით. მომეწონა.
7. მე კიდევ მგონია, რომ ულმობლობაა, როცა მიდიან და ვალს გადებენ, ოღონდ დაუმსახურებელსა და გათამაშებულს.
მე კიდევ მგონია, რომ ულმობლობაა, როცა მიდიან და ვალს გადებენ, ოღონდ დაუმსახურებელსა და გათამაშებულს.
6. მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვიის ემოციურად და აღსაქმელადაც. ულმობლობაა როცა საყვარელი ადამიამები გვტოვებენ.
მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვიის ემოციურად და აღსაქმელადაც. ულმობლობაა როცა საყვარელი ადამიამები გვტოვებენ.
5. მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვიის ემოციურად და აღსაქმელადაც. ულმობლობაა როცა საყვარელი ადამიამები გვტოვებენ.
მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვიის ემოციურად და აღსაქმელადაც. ულმობლობაა როცა საყვარელი ადამიამები გვტოვებენ.
4. მიხარია, რომ შენს სუბიექტურ გემოვნებას მოერგო ეს ჩანახატი. დააა მადლობა დადებითი შეფასებისთვის, მუხა. მიხარია, რომ შენს სუბიექტურ გემოვნებას მოერგო ეს ჩანახატი. დააა მადლობა დადებითი შეფასებისთვის, მუხა.
3. ძალიან მომეწონა თავისი ულმობელივით, საინტერესო ავტორი , განსხვაავებული აზროვნებით. ძალიან მომეწონა თავისი ულმობელივით, საინტერესო ავტორი , განსხვაავებული აზროვნებით.
2. ქეთი, მადლობა. ეგ წინადადება შევიყვარე. აქამდე არაფრად ვაგდებდი და ახლა დამიმტკიცა, რომ ღირსი იყო დასაწერად. ქეთი, მადლობა. ეგ წინადადება შევიყვარე. აქამდე არაფრად ვაგდებდი და ახლა დამიმტკიცა, რომ ღირსი იყო დასაწერად.
1. სიკვდილის რომანტიზება!- ეს შენ გჩვევია, გურამ და არც გამკვირვებია, როდესაც მორიგ ნაწარმოებს გადავხედე. ეს წინადადება მოვიწონე და დავავლე ხელი ამოსაგლეჯად: "შევიცვალეთ და დროის ბევრ კადრში ვართ. სიცოცხლე ეს არის."
სიკვდილის რომანტიზება!- ეს შენ გჩვევია, გურამ და არც გამკვირვებია, როდესაც მორიგ ნაწარმოებს გადავხედე. ეს წინადადება მოვიწონე და დავავლე ხელი ამოსაგლეჯად: "შევიცვალეთ და დროის ბევრ კადრში ვართ. სიცოცხლე ეს არის."
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|