3. მედეა
მედეა, არ მსურს გითხრა აუგი, ხარ მედიცინის ქვეყნად საწყისი, კოლხი ვარ, მმოსავს იმ მხარის შუქი, წილად რომ ერგო ოქროს საწმისი.
მედეა, ზღვასთან ისე ახლოს ვარ, გულში ჩამესმის ხმები ტალღების... შენ ისტორიას ისევ ახსოვხარ და გმობს მკვლელობას შენი ბალღების.
ოცდათხუთმეტი საუკუნეა შენი სახელი ცოცხლობს ამქვეყნად, რომც მოვიარო მთელი დუნია, ესეც მეყოფა კოლხ კაცს საკვეხნად.
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი, თუმც კიდევ დამრჩა რაღაც სათქმელი, გეტყვი: შენსავით სიყვარულს ვეტრფი, ღვინით კი არა, ეშხით დავთვერი.
ვიდრე ვარსკვლავი არ ჩამიქრება, ვერც მე მნახავენ ღვინით გალეშილს... მწამს: ყველაფერი კარგად იქნება და გავიხარებ მშობელ მხარეში!
ოთარ რურუა
ცნობისათვის: ამ ლექსის წერისას ლევან სანიკიძის წიგნით ვიხელმძღვანელე. მედეას შვილების მკვლელებში კორინთელები ვიგულისხმე. „უქარქაშო ხმლებში“ ლევან სანიკიძეს უწერია რომ მედეას შვილები კორინთელებმა მოკლეს. მე ამ ვერსიის უფრო მჯერა, ვიდრე იმ ვერსიის, რომ მედეამ თვითონ მოკლა საკუთარი შვილები. მედეა
მედეა, არ მსურს გითხრა აუგი, ხარ მედიცინის ქვეყნად საწყისი, კოლხი ვარ, მმოსავს იმ მხარის შუქი, წილად რომ ერგო ოქროს საწმისი.
მედეა, ზღვასთან ისე ახლოს ვარ, გულში ჩამესმის ხმები ტალღების... შენ ისტორიას ისევ ახსოვხარ და გმობს მკვლელობას შენი ბალღების.
ოცდათხუთმეტი საუკუნეა შენი სახელი ცოცხლობს ამქვეყნად, რომც მოვიარო მთელი დუნია, ესეც მეყოფა კოლხ კაცს საკვეხნად.
რა უნდა გითხრა ამაზე მეტი, თუმც კიდევ დამრჩა რაღაც სათქმელი, გეტყვი: შენსავით სიყვარულს ვეტრფი, ღვინით კი არა, ეშხით დავთვერი.
ვიდრე ვარსკვლავი არ ჩამიქრება, ვერც მე მნახავენ ღვინით გალეშილს... მწამს: ყველაფერი კარგად იქნება და გავიხარებ მშობელ მხარეში!
ოთარ რურუა
ცნობისათვის: ამ ლექსის წერისას ლევან სანიკიძის წიგნით ვიხელმძღვანელე. მედეას შვილების მკვლელებში კორინთელები ვიგულისხმე. „უქარქაშო ხმლებში“ ლევან სანიკიძეს უწერია რომ მედეას შვილები კორინთელებმა მოკლეს. მე ამ ვერსიის უფრო მჯერა, ვიდრე იმ ვერსიის, რომ მედეამ თვითონ მოკლა საკუთარი შვილები.
1. გულიანო, თბილო , ნაღდო ქართველო. გულიანო, თბილო , ნაღდო ქართველო.
|