ნაწარმოებები


კონკურსი- “ლექსების გამოფენა/ასი სიტყვა“. დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების განყოფილებაში.     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: განთიადელი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2020


ეპიტაფია

შენ, ვინც იხილავ
ეკლესიის ეზოში საფლავს დიდგვაროვნისას
და მავედრებლად შემოგყურებს ეპიტაფია:
"მომიხსენეო ლოცვასა შიგან,"
უსახელ-გვაროს, უსაფლავოს მოხსენებაც
არ დაგავიწყდეს,
ვის მხრებსაც ლოდის სიმძიმედ აწვა
ბატონკაცის მსუბუქი ყოფა
და ვისთვისაც რეალურად ქრისტე მოვიდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები