ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2020


იმედი

ცხოვრების ხან აღმართს,ხან დაღმართს მივყვებით,
ხან მზეა,ხან წვიმა-ღრუბლები მძიმდება,
გზის გზაჯვარედინებს აყოვნებ,ფიქრდები
და ასე სიცოცხლის დღეები მცირდება.
რამდენჯერ ბედნიერ ღიმილით ივსები,
რამდენჯერ ტკივილით თვალები ნისლდება
და მაინც იმედით შეჰყურებ სამყაროს
და თითქოს ცხოვრება თავიდან იწყება.
ამ გზაზე,ყველას აქვს სავლელი ბილიკიც,
იქამდე,სანამდე დასასრულს მივედით
იმედით ვუცქიროთ ერთურთს და სამყაროს,
იმედით,რწმენით და სიკეთით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს