| ავტორი: შმაგი ძია ჟანრი: პოეზია 9 სექტემბერი, 2020 |
ჩემს ლექსებს ვუცხადებ სამძიმარს, დავლიე ცოდვების ბარძიმი, შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს, პლანეტას დარდებით ვამძიმებ.
ვეწევი, შემეშვი, ნახე შენ, ნაცნობებს ჩემს წრეში ვამცირებ, მესროდნენ ზურგში და სახეში, და მაინც ვერავინ გავწირე.
შემეშვით ქარებო ორპირო, მარტია, გავარტყი ამ წვიმებს, და როდის ყოფილა ძმობილო ნაბიჯებს უთვლიდნენ არწივებს.
კვირტები ყვავილს ვერ იტევენ აპრილში ველოდოთ ნარცისებს, გულში მაქვს დარდები იმდენი, და სულში სიმშვიდე არც ისე.
ფიქრები მოკალი ნუ სცოდავ, მე მხოლოდ ნერვები მაცინებს, დარჩება ჩემს გვერდით სულ ცოტა, სხვებმა კი ჯერაც ვერ გამიცნეს.
რამდენმა ცრემლებზე დამცინა, მე ვტირი, სხვებს ისევ ვაცინებ, შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს, პლანეტას დარდებით ვამძიმებ.
შმაგი წიკლაური
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. .მესროდნენ ზურგში და სახეში, და მაინც ვერავინ გავწირე. ეს მომეწონა. .მესროდნენ ზურგში და სახეში, და მაინც ვერავინ გავწირე. ეს მომეწონა.
10. რამდენმა ცრემლებზე დამცინა, მე ვტირი, სხვებს ისევ ვაცინებ, შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს, პლანეტას დარდებით ვამძიმებ."
კარგია კარგი რამდენმა ცრემლებზე დამცინა, მე ვტირი, სხვებს ისევ ვაცინებ, შენ იცი? ძილშიც კი არ მძინავს, პლანეტას დარდებით ვამძიმებ."
კარგია კარგი
9. მადლობა ყველას მადლობა ყველას
8. სათაური რომ მოგეფიქრებინა და პირდაპირ პირველი ფრაზა არ გაგემეორებინა რა იქნებოდა.
გავარტყი და გავკარი პოეზიას ზრდის თუ რა ხდება? ეს მოპროტესტო ელემენტია, პროტესტი თუ გსურს რეალური სჯობს, რეალურ თემაზე.
ნიჭი იგრძნობა დაიმიტომ ვწერე ამდენი...
მოკლედ ათიდან სამი და თუ მოინდომებ შეგიძლია დაწერო. სათაური რომ მოგეფიქრებინა და პირდაპირ პირველი ფრაზა არ გაგემეორებინა რა იქნებოდა.
გავარტყი და გავკარი პოეზიას ზრდის თუ რა ხდება? ეს მოპროტესტო ელემენტია, პროტესტი თუ გსურს რეალური სჯობს, რეალურ თემაზე.
ნიჭი იგრძნობა დაიმიტომ ვწერე ამდენი...
მოკლედ ათიდან სამი და თუ მოინდომებ შეგიძლია დაწერო.
7. აი, ასე! მოვიდა შმაგი ლექსით. მათთვის, ვისაც ლექსები უყვარს. კეთილი იყოს! აი, ასე! მოვიდა შმაგი ლექსით. მათთვის, ვისაც ლექსები უყვარს. კეთილი იყოს!
4. ქარია, მომიტანს რამე ჭორს ! ქარია, მომიტანს რამე ჭორს !
3. ჯონათან მიხარია ასეთი დამოკიდებულება , მადლობა ჯონათან მიხარია ასეთი დამოკიდებულება , მადლობა
1. ზოგჯერ რა სასიამოვნოა ლექსივით ლექსის წაკითხვა :)
ზოგჯერ რა სასიამოვნოა ლექსივით ლექსის წაკითხვა :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|