ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაბიჯი
ჟანრი: პოეზია
2 ოქტომბერი, 2020


შენი მისამართი

არვიცი სად ცხოვრობ,
შენზე ბევრი რამ არვიცი.
თითქოს სიყვარულმა ასე გადაწყვიტა,
უჩემოდ თავისით
ვფიქრობდე სივცრეებს ვლახავდე
შენამდე შორიდან,
და სავსე ქალაქში გზას სადაც ვერ ვაგნებ
ყველგან შენ მგონიხარ.
ახლა ისე მინდა გნახო და გიცქირო,
როგორც უფერო დავხატო ფერებით
და რომ შეგხედო შორითაც ვიცი რომ,
გათბება სიცივე უმიზნო დღეების.
შენი ქალაქის ქუჩებს მივუყვები
დაგეძებ არავინ არ გგავს,
ვხედავ უკვე ღამე უკან ამედევნა
გზებს კი შუქნიშნები კვალავს.
ისევ ვაგრძელებ სიარულს დაღლამდე,
მერე გული მეურჩება ძგერით-
მეტყვის მისი მისამართი აქ გაქვს
-ჩემს გულშია მისამართი შენი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები