ჰე თვალი არ გააცეცო. სანამ არ ამოგწურავენ, სანამ არ ამოგიღებენ, ტვინს, რომელზედაც ასოცით გადაიარა ცუნამმა და შენ ბრიყვივით იღიმი. ჰეი - ბგერა არ გაიღო, კრინტი არ დაძრა საწილო. ლიმონკა რომ აგიფეთქონ, არ ჰკითხო რისი ხმა იყო. და რომ აგიგდონ საცინლად, შენც გაიცინე ანიკო.
ფაშისტურია ცხოვრება, თუ დამიჯერებ- სასტიკი. რომელიც გათენებისას შუბლზე გახატავს სვასტიკას. ეს შხამიც სანამ მწარეა, სჯობდეეს მანამდე ატლიკო, არ ჰკითხო რისი შხამია, შხამი, შხამია ანიკო.
რომ თითქოს ისე იცხოვრე, შენი ცხოვრება არ იყო და წლები ყოველ იანვარს შემოგარტყამენ ალიყურს, მე სად მივდივარ კი არა, შენ სად წახვედი ანიკო.
ღრმად ნუ შეტოპავთ ამ ზღვაში, ზღვებმა იციან გარიყვა. წამოდი სახლი მარტოა, სახლში ტკივილმა არ იკლო. იმ სახლში მწვანე მანტოა, მე რომ გიყიდე ანიკო. ბოლოს თვალებიც დახუჭე, ერთ დროს ოჯახის მუჭუჭო და შავგვრემანო, ხუჭუჭა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჯონათანს და ანანეს ვეთამხმები. პირველი ძალიან სუსტია. ბოლო ორი- გაცილებით ძლიერი. ჩანს, საკმაოდ ახალგაზრდაა პოეტი და მჯერა, იტყვის თავის სათქმელს, როს იპოვისთ ვისსა ადგილს ჯონათანს და ანანეს ვეთამხმები. პირველი ძალიან სუსტია. ბოლო ორი- გაცილებით ძლიერი. ჩანს, საკმაოდ ახალგაზრდაა პოეტი და მჯერა, იტყვის თავის სათქმელს, როს იპოვისთ ვისსა ადგილს
8. ისე დაიწყო, საკუთარ თავს ვკითხე გუშინ თუ იმის წინ, მართლა ამ ავტორის ნაწერი მოგეწონა თუ არათქო... მერე სხვანაირად გაგრძელდა ეს შენი ანიკო, საინტერესოდ და იყო ფრაზები, რომელიც ისრის ეფექტს ასრულებენ. კარგად ნასროლ ისარს ვგულისხმობ, ათიანში. ისე დაიწყო, საკუთარ თავს ვკითხე გუშინ თუ იმის წინ, მართლა ამ ავტორის ნაწერი მოგეწონა თუ არათქო... მერე სხვანაირად გაგრძელდა ეს შენი ანიკო, საინტერესოდ და იყო ფრაზები, რომელიც ისრის ეფექტს ასრულებენ. კარგად ნასროლ ისარს ვგულისხმობ, ათიანში.
7. სტრიქონიდან სტრიქონამდე მეცვლებოდა ლექსის მიმართ განწყობა.
ავტორის მიმართაც :)
სტრიქონიდან სტრიქონამდე მეცვლებოდა ლექსის მიმართ განწყობა.
ავტორის მიმართაც :)
6. დღეს ქალები აღარაფერს ითმენენ :))+ დღეს ქალები აღარაფერს ითმენენ :))+
5. Ver momewona, veranairad. : ( Ver momewona, veranairad. : (
3. მომწონს ეს... მომწონს ეს...
2. არ ჰკითხო რისი შხამია, შხამი, შხამია ანიკო.
ამ ფრაზამ გაასწორა! არ ჰკითხო რისი შხამია, შხამი, შხამია ანიკო.
ამ ფრაზამ გაასწორა!
1. ეს პოეტი კიდევ ბევრჯერ გაგვაიცებს! "ღრმად ნუ შეტოპავთ ამ ზღვაში, ზღვებმა იციან გარიყვა." და გამოვრიყე შენს სანაპიროზე ჩემი 5 იანი შეფასება :) ეს პოეტი კიდევ ბევრჯერ გაგვაიცებს! "ღრმად ნუ შეტოპავთ ამ ზღვაში, ზღვებმა იციან გარიყვა." და გამოვრიყე შენს სანაპიროზე ჩემი 5 იანი შეფასება :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|