ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ინკოგნიტო1993
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2020


უკანასკნელი სანახაობა

ყოჩაღო ყაჩაღო ქარიშხალო,
დალია ბებერმა დარიშხანი
და სული დაეჯღანა.
რად დაუნგრიე ქოხი
ყაჩაღო ქარიშხალო?
გულზე დაადგა ჭვალა,
ოჰ ჭვალავ, ნაბიჭვარო
რატომ დაადექ გულზე?
გული სიფრთხილით უსმენს
ამბავს გაწყვეტილ პულსზე
ნეირონი რომ ჰყვება
და ქარი აძრობს ლურსმნებს,
ხის ქოხს ეცემა ქვები.
ძაღლმა შეწყვიტა ყეფა,
ქვამ გაუტეხა კეფა.
დასრულდა მარგვლა, კრეფა.
მთელი სოფელი ჩაქრა,
ცოლებს დაცილდნენ ქმრები
და მულადჰარას ჩაკრა,
წუთი წუთზეა  - ქრება.

ჯერ იყო ნაპერწკალი,
ნაპერწკალს მოჰყვა ცეცხლი.
ცეცხლმა დააშრო წყალი,
ნაძვი, ფიჭვი და ცაცხვი.
ისე ლამაზად დაწვა,
ფანტასტიური მარცხი
იყო ეს  რომ თქვას კაცმა.
უთხრეს პლანეტას აცხი
ისიც ღერძიდან გაძვრა.

ვიხილე ეს მუსრი
ოთხმოცდახუთი წლისამ.
მას მერე მთელ სხეულზე,
მომყვება სუნი წვისა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები