თვალებში მკრთალი ანათებს შუქი, შენთვის ბევრი რამ მინდოდა მეთქვა, ახლა ხასიათს დაეტყო სევდა, ამინდებს დაჰყვა ღრუბლები მუქი. და მონატრებით გეძახი დღესაც... როგორც მზე აკლდა წვიმის ამინდებს, მჭირდები ისე როგორც მიწას ცა, როგორც ზღვა ხმელეთს და მის ნაპირებს. იქნებ იყუჩოს ტკივილმა სულში, იქნებ შენს გულში კვლავაც ვსახლობდე, ნამდვილ სიყვარულს საზომი არ აქვს, მინდა გჯეროდე(ს)... მინდა გახსოვდე(ს)...