15. მდაა... მძიმე შემთხვევაა მდაა... მძიმე შემთხვევაა
14. ანტიგალაკტიონიზმი კოლაუ ნადირაძე - ცისფერყანწელთა ორდენის უკანასკნელი მოჰიკანი სამი ათეული წლის მანძილზე გაოცებული და გაოგნებული შეჰყურებდა გალაკტიონ ტაბიძის საყოველთაო აღიარებას... იგი ახალგაზრდობიდანვე დაავადდა ქრონიკული ალერგიით, რომელსაც ანტიგალაკტიონიზმი ჰქვია. შემდეგ და შემდეგ დაავადება ისე გაურთულდა და ისეთი მძიმე ხასიათი მიიღო, რომ გამომცემლობის ბუღალტერიაში ჰონორარის გამოწერისას, მიუხედავად მრავალგზისი შეკითხვისა, მამის სახელი ვერ ათქმევინეს და ვერ ათქმევინეს იმის გამო, რომ მამამისსაც გალაკტიონი ერქვა. ერთხელაც, სუფრაზე გალაკტიონის სადღეგრძელო შესთავაზეს განზრახ და, სუფრიდან გაქცევა რომ დააპირა, დაამშვიდეს: მამათქვენის სადღეგრძელოს გთავაზობთო. /ვ. ჯავახაძე. უცნობი. 2013/ „მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა“ გალაკტიონის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ - 1961 წელს - გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოსცა პოეტის „რჩეული“ – „ასი ლექსი“. ეს „რჩეული“ შეიძინა კოლაუ ნადირაძემ და ორიგინალური მინაწერებიც დაგვიტოვა. მთელი წიგნი გადაწითლებულ-გადალურჯებულია ქართულ-რუსული მინაწერებით. ხაზგასმებისა და შენიშვნებისათვის თავდაპირველად წითელი ფანქარი გამოუყენებია, მაგრამ მერე საფუძვლიანი სიფრთხილე გამოუჩენია, ვაითუ ფერადი ფანქარი წაიშალოსო და, ფანქრით ნაწერზე ლურჯი პასტით გადაუვლია. ახლებიც მიუმატებია. ამავე დროს კომენტარების უმრავლესობას ხელს აწერს ქართულ-რუსულად, რათა საავტორო უფლება არავინ წარსტაცოს. წიგნში დაბეჭდილია გალაკტიონის ცნობილი პორტრეტი _ ნახატი უჩა ჯაფარიძისა, რომელიც ნატურიდანაა დახატული და ძალიან ჰგავს ნატურას. ოპონენტს მოუპოვებია პატარა ფოტო , დაბეჭდილ ნახატზე მიუკრავს და მეორე მხარეზე მიუწერია: - ეს არის გ. ტაბიძის ნამდვილი პორტრეტი და არა უჩა ჯაფარიძის ფანტაზიით წიგნში წარმოდგენილი არარსებული კაცი. კოლაუ გაუღიზიანებია იმასაც, წიგნის ყდაზე ავტორი მხოლოდ სახელით რომ იყო წარმოდგენილი: გადაუშლია სრულყოფილი სახელის ბოლო ასონიშანი და გვერდით გვარი მიუწერია. არცერთ ლექსს უყურადღებოდ არ ტოვებს. ეს დასკვნები ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. დაკვირვებისა და დაფიქრებისათვის კი ზედმეტად ბევრი დრო მიეცა: შვიდჯერ ათი წელიწადი. ედავება არა მარტო ავტორს, არამედ - გალაკტიონის პატრიოტებსაც, მაშასადამე, ჩვენც გვედავება. - რა არის ეს? ნუ თუ პოეზია? («პროლოგი ასი ლექსის»). - ნუ თუ ეს კარგია? («დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია»). - ნუ თუ ეს მოგწონთ? («ჩვენ, პოეტები საქართველოსი»). - არ ვიცი, რატომ მოსწონთ? («შემოდგომა «უმანკო ჩასახების» მამათა სავანეში»). - ეხლა ამ ბოდვას პოეზიის მწვერვალად აცხადებენ უვიცები და უწიგნურები, თანაც სრულებით გემოვნებას მოკლებული ადამიანები („ლურჯა ცხენები“) - დიდი არაფრის მთქმელი, თავის განდიდების გარდა! ეგოცენტრიზმის პირველი საფეხური, მერე ეს გრანდიოზულ ეგოცენტრიზმად მოგვევლინება და დაიწყება მასიური ფსიქოზი - ტაბიძის მსოფლიო პოეზიის მწვერვალად გამოცხადების!!! („მთაწმინდის მთვარე“) . ... ყოველივე ეს ზღვაში წვეთია იმ ნეგატიურთან შედარებით, რომელიც ძალიან ხშირად გინებაში გადადის და ბრალდებით მთავრდება. ვნახოთ კიდევ რამდენიმე მინაწერი: - შედევრია, როგორც აბდაუბდისა და ბოდვის სრული გამოვლენისა. აბდაუბდა გალაქტიონ ტაბიძისეული, რაც ასე მოსწონთ უვიც დეგენერატებს.Чушь и бред сумасшедшего графомана! როგორი უგემოვნობაა. ღმერთო, რა აბდაუბდაა!! ყოჩაღ «დიდო» პოეტო! თქვენც ვაშა, «დიდო» კრიტიკოსებო! («ისევ ეფემერა»). - ვინც კვდება, ყველას გახელილი რჩება თვალები, თუ არ დაუხუჭეს. მერე რა მოხდა, კრეტინო? რა არის ეს? რა ჰქვია ამას? იდიოტებო, ვისაც ეს მოგწონთ?! Абсолютный вздор! Бред графомана! ქართულად ამას ბოდვა და უაზრობა ჰქვია («მას გახელილი დარჩა თვალები»). - სისულელეა. რა ბრძანეთ «დიდო» პოეტო, უკაცრავად პასუხია იდიოტო!! Идиотизм? Да, идиотизм!!! ნიავის ბინდიც ქლიავის ფერია? კი, გვინახავს, გვიჭამია! არარსებული გემი! Ерунда на постном масле («დაბრუნება»). აქეთ მკითხველებს უტევს, იქით _ ფილოლოგებს: - კრიტიკოსებო! ამას საერთოდ ლექსი ჰქვია? არ არის ჩმახვა? მოგწონთ, დეგენერატებო? - უაზრობასაც ვერ ამჩნევთ და ამასაც ლექსი ჰქვია? ვინ ბეჭდავდა ამ სისულელეებს? - რა არის «გახსენების მომძახოდა მტანჯველი ლანდი?» ეს არ არის აბდაუბდა, ფილოლოგიის გამოთაყვანებულო «დოქტორებო»? ..... «შენ უკვდავების ხარ ბინადარი». - თავის თავზე ხომ არ ლაპარაკობ, ეგოცენტრიკო? «რომელი საათია?» - სიბითურის საათია! ბოდვის და ონანიზმის საათია, გალაქტიონ. .... /ვახტანგ ჯავახაძე. უცნობი. 2018/ ანტიგალაკტიონიზმი კოლაუ ნადირაძე - ცისფერყანწელთა ორდენის უკანასკნელი მოჰიკანი სამი ათეული წლის მანძილზე გაოცებული და გაოგნებული შეჰყურებდა გალაკტიონ ტაბიძის საყოველთაო აღიარებას... იგი ახალგაზრდობიდანვე დაავადდა ქრონიკული ალერგიით, რომელსაც ანტიგალაკტიონიზმი ჰქვია. შემდეგ და შემდეგ დაავადება ისე გაურთულდა და ისეთი მძიმე ხასიათი მიიღო, რომ გამომცემლობის ბუღალტერიაში ჰონორარის გამოწერისას, მიუხედავად მრავალგზისი შეკითხვისა, მამის სახელი ვერ ათქმევინეს და ვერ ათქმევინეს იმის გამო, რომ მამამისსაც გალაკტიონი ერქვა. ერთხელაც, სუფრაზე გალაკტიონის სადღეგრძელო შესთავაზეს განზრახ და, სუფრიდან გაქცევა რომ დააპირა, დაამშვიდეს: მამათქვენის სადღეგრძელოს გთავაზობთო. /ვ. ჯავახაძე. უცნობი. 2013/ „მწუხარება სხვისა კეთილსა ზედა“ გალაკტიონის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ - 1961 წელს - გამომცემლობა „ნაკადულმა“ გამოსცა პოეტის „რჩეული“ – „ასი ლექსი“. ეს „რჩეული“ შეიძინა კოლაუ ნადირაძემ და ორიგინალური მინაწერებიც დაგვიტოვა. მთელი წიგნი გადაწითლებულ-გადალურჯებულია ქართულ-რუსული მინაწერებით. ხაზგასმებისა და შენიშვნებისათვის თავდაპირველად წითელი ფანქარი გამოუყენებია, მაგრამ მერე საფუძვლიანი სიფრთხილე გამოუჩენია, ვაითუ ფერადი ფანქარი წაიშალოსო და, ფანქრით ნაწერზე ლურჯი პასტით გადაუვლია. ახლებიც მიუმატებია. ამავე დროს კომენტარების უმრავლესობას ხელს აწერს ქართულ-რუსულად, რათა საავტორო უფლება არავინ წარსტაცოს. წიგნში დაბეჭდილია გალაკტიონის ცნობილი პორტრეტი _ ნახატი უჩა ჯაფარიძისა, რომელიც ნატურიდანაა დახატული და ძალიან ჰგავს ნატურას. ოპონენტს მოუპოვებია პატარა ფოტო , დაბეჭდილ ნახატზე მიუკრავს და მეორე მხარეზე მიუწერია: - ეს არის გ. ტაბიძის ნამდვილი პორტრეტი და არა უჩა ჯაფარიძის ფანტაზიით წიგნში წარმოდგენილი არარსებული კაცი. კოლაუ გაუღიზიანებია იმასაც, წიგნის ყდაზე ავტორი მხოლოდ სახელით რომ იყო წარმოდგენილი: გადაუშლია სრულყოფილი სახელის ბოლო ასონიშანი და გვერდით გვარი მიუწერია. არცერთ ლექსს უყურადღებოდ არ ტოვებს. ეს დასკვნები ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია. დაკვირვებისა და დაფიქრებისათვის კი ზედმეტად ბევრი დრო მიეცა: შვიდჯერ ათი წელიწადი. ედავება არა მარტო ავტორს, არამედ - გალაკტიონის პატრიოტებსაც, მაშასადამე, ჩვენც გვედავება. - რა არის ეს? ნუ თუ პოეზია? («პროლოგი ასი ლექსის»). - ნუ თუ ეს კარგია? («დღეს მაისი ფერში ნაირ-ნაირშია»). - ნუ თუ ეს მოგწონთ? («ჩვენ, პოეტები საქართველოსი»). - არ ვიცი, რატომ მოსწონთ? («შემოდგომა «უმანკო ჩასახების» მამათა სავანეში»). - ეხლა ამ ბოდვას პოეზიის მწვერვალად აცხადებენ უვიცები და უწიგნურები, თანაც სრულებით გემოვნებას მოკლებული ადამიანები („ლურჯა ცხენები“) - დიდი არაფრის მთქმელი, თავის განდიდების გარდა! ეგოცენტრიზმის პირველი საფეხური, მერე ეს გრანდიოზულ ეგოცენტრიზმად მოგვევლინება და დაიწყება მასიური ფსიქოზი - ტაბიძის მსოფლიო პოეზიის მწვერვალად გამოცხადების!!! („მთაწმინდის მთვარე“) . ... ყოველივე ეს ზღვაში წვეთია იმ ნეგატიურთან შედარებით, რომელიც ძალიან ხშირად გინებაში გადადის და ბრალდებით მთავრდება. ვნახოთ კიდევ რამდენიმე მინაწერი: - შედევრია, როგორც აბდაუბდისა და ბოდვის სრული გამოვლენისა. აბდაუბდა გალაქტიონ ტაბიძისეული, რაც ასე მოსწონთ უვიც დეგენერატებს.Чушь и бред сумасшедшего графомана! როგორი უგემოვნობაა. ღმერთო, რა აბდაუბდაა!! ყოჩაღ «დიდო» პოეტო! თქვენც ვაშა, «დიდო» კრიტიკოსებო! («ისევ ეფემერა»). - ვინც კვდება, ყველას გახელილი რჩება თვალები, თუ არ დაუხუჭეს. მერე რა მოხდა, კრეტინო? რა არის ეს? რა ჰქვია ამას? იდიოტებო, ვისაც ეს მოგწონთ?! Абсолютный вздор! Бред графомана! ქართულად ამას ბოდვა და უაზრობა ჰქვია («მას გახელილი დარჩა თვალები»). - სისულელეა. რა ბრძანეთ «დიდო» პოეტო, უკაცრავად პასუხია იდიოტო!! Идиотизм? Да, идиотизм!!! ნიავის ბინდიც ქლიავის ფერია? კი, გვინახავს, გვიჭამია! არარსებული გემი! Ерунда на постном масле («დაბრუნება»). აქეთ მკითხველებს უტევს, იქით _ ფილოლოგებს: - კრიტიკოსებო! ამას საერთოდ ლექსი ჰქვია? არ არის ჩმახვა? მოგწონთ, დეგენერატებო? - უაზრობასაც ვერ ამჩნევთ და ამასაც ლექსი ჰქვია? ვინ ბეჭდავდა ამ სისულელეებს? - რა არის «გახსენების მომძახოდა მტანჯველი ლანდი?» ეს არ არის აბდაუბდა, ფილოლოგიის გამოთაყვანებულო «დოქტორებო»? ..... «შენ უკვდავების ხარ ბინადარი». - თავის თავზე ხომ არ ლაპარაკობ, ეგოცენტრიკო? «რომელი საათია?» - სიბითურის საათია! ბოდვის და ონანიზმის საათია, გალაქტიონ. .... /ვახტანგ ჯავახაძე. უცნობი. 2018/
13. გავმხიარულდეთ! თემური 57 გავმხიარულდეთ! თემური 57
12. ხალხს ვინ კითხავს, აქ არ ვართ ჩვენ? ხალხის სახელით ხალხს ვინ კითხავს, აქ არ ვართ ჩვენ? ხალხის სახელით
11. ხალხი რას იტყვგის? ბეყე ხალხი რას იტყვგის? ბეყე
10. მართალია! დონ პოეტი
მართალია! დონ პოეტი
9. სხვებმა წერას თავი დაანებონ! დონ მწერალი
სხვებმა წერას თავი დაანებონ! დონ მწერალი
8. ტაში! ტაში! უსასრულო ტაში! ტუში
ტაში! ტაში! უსასრულო ტაში! ტუში
7. არ ვეთანხმები, გალაქტიკა ცოტაა! ... ,,სამყაროს რაინდი“ ... ტუში! ტაში
არ ვეთანხმები, გალაქტიკა ცოტაა! ... ,,სამყაროს რაინდი“ ... ტუში! ტაში
6. გენიოსას ვეთანხმები. ,,გალაქტიკის პიიტიკოსი“. მუჭანახევარა
გენიოსას ვეთანხმები. ,,გალაქტიკის პიიტიკოსი“. მუჭანახევარა
5. მისთვის ახალი პრემია უნდა დაწესდეს. გენიოსა
მისთვის ახალი პრემია უნდა დაწესდეს. გენიოსა
4. ნობელის პრემია ცოტაა. კინკილა
ნობელის პრემია ცოტაა. კინკილა
3. ასეთი რამ ჯერ არ დაწერილა. ლეღვის ფოთოლი
ასეთი რამ ჯერ არ დაწერილა. ლეღვის ფოთოლი
2. ენა დამებლუკა. ბახალა
ენა დამებლუკა. ბახალა
1. გენიალურია! ყვავი (ჩხიკვის მამიდა)
გენიალურია! ყვავი (ჩხიკვის მამიდა)
|