ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელუჩი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2020


სალომეს

სალ, ზამთარია, ყინვებია, ცივი ქარები,
მაგრამ არ ვიცი ამ წელს მაინც მოთოვს თუ არა,
მხოლოდ ის ვიცი, შენზე ფიქრს რომ ვერ ვემალები,
იმდენად ცხელი, მიმზიდველი ხარ სატყუარა.

რას არ დავთმობდი რომ იცოდე ახლა თოვისთვის,
ალბათ ბავშვივით გავიდოდი ფიფქთა საჭერად,
სალ, ესეთი ვარ, ესეთი ვარ ზუსტად, ხომ იცი
და იმისი მწამს, რისიც დიდებს უკვე არ სჯერათ.

სალ, წინ გზებია, ხედებია, ოღონდ მითხარი
და შეგვიძლია იქ წავიდეთ, სადაც გაგიწევს
გული და იქნებ მოხდეს რამე დაუვიწყარი
და თუ მოხდება, სულ გახსოვდეს, დედას გაფიცებ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები