 | ავტორი: გიგო ამრა ჟანრი: პოეზია 8 იანვარი, 2021 |
ვინა სთქვა, თითქოს დემი ურგია, მერე რა, თუკი გვარი აქვს მური? ხშირად პოეტი დემიურგია, ზოგსაც სახეზე უსვია მური. როგორ უხდება მურა კამიუს, პარიზი, აქ დუღს Café de Flore, ბევრი წერს, მაგრამ მურაკამისთან, უფრო ახლოს ხარ, მეტად ეფლობი. ხშირად იხილავთ კაფეში სარტრის, იქვეა სიმონ დე ბოვუარიც, სარტრი უკვეთავს ყავას და შარტრეზს, რთულია სარტრის უთხრა უარი. ზოგჯერ კაფეში სტუმრობს პიკასო, საოცარია მონმარტრის ბინდი... ის აგდებს სიტყვას და ინტრიგასო, მერე დგება და უჩუმრად მიდის. აქ არის ზორბა ჰემინგუეიც, საუბრობს ბევრს და ხმის აკუსტიკა გამოსცემს ბგერებს: ა, ო, უ, ე, ი და თანხმოვნების უვრცეს მუსიკას. სხედან ბრეტონი და არაგონიც, აპოლინერი ცლის ფინჯან ყავას, ერთხელ იქნება მეც მათთან წავალ, ეტლით, ფიქრებით ანდა კლაქსონით. ვინა სთქვა, თითქოს დემი ურგია, მერე რა, თუკი გვარი აქვს მური? ხშირად პოეტი დემიურგია, ზოგსაც სახეზე უსვია მური.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. საინტერესო ავტორი აღმოგაჩინე. საინტერესო ავტორი აღმოგაჩინე.
5. ძალიან მომეწონა. ბრავო. ძალიან მომეწონა. ბრავო.
4. მადლობა, მეგობარო! <3 მადლობა, მეგობარო! <3
3. მეამა, 5 ჩემგან მეამა, 5 ჩემგან
2. ამიტომ ჯობს კონვენცია ვერლიბრს :) ვერლიბრში ვერ წავიდოდი, ვიცი :) მრავალ შობა-ახალ წელს, ირმ <3 ამიტომ ჯობს კონვენცია ვერლიბრს :) ვერლიბრში ვერ წავიდოდი, ვიცი :) მრავალ შობა-ახალ წელს, ირმ <3
1. რა კლიენტები ჰყავს Café de Flore-ს :)
წახვალ, აბა რას იზამ <3
რა კლიენტები ჰყავს Café de Flore-ს :)
წახვალ, აბა რას იზამ <3
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|