ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო ამრა
ჟანრი: პოეზია
21 იანვარი, 2021


* * *

თვითმფრინავები ღრუბლებს სერავენ,
ეს ყველაფერი მეასედ ნახე,
ნუ დაიჯერებ, ქვეყნად ვერავინ
ვერ შეძლებს შენი უმანკო სახის
გამოყვანას და სიტყვის უთქმელად,
თვალში მიცქირე, უბრალოდ მენდე,
მე ვარ მართალი და პირუთვნელი
და ყველაფერი აზრს კარგავს შემდეგ,
თიხისანი ვართ და ნათიხარნი,
ვერ გაივლება ჩვენში ტიხარი,
დაიმახსოვრე, დაიმახსოვრე,
დაიმახსოვრე, აკი გითხარი:
ბავშვური სახის, ობოლი სახის,
კეთილი სახის, მეტყველი სახის,
მართალი სახის, ნათელი სახის,
მცინარე სახის, უზადო სახის,
კიდევ ათასი სახის და სახის,
მოქანდაკებას, მოჩუქურთმებას,
ნუ დაიჯერებ, ქვეყნად ვერავინ
შეძლებს და ერთი სიტყვის უთქმელად,
გახედე ღრუბლებს, როგორ სერავენ
თვითმფრინავები...
თვითმფრინავები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები