| ავტორი: ანდრეა_ ჟანრი: პოეზია 26 იანვარი, 2021 |
შენ მართალი ხარ, მე სიყვარული მამტყუნებს მუდამ - ჩვენი სიშორე სიახლოვის ფონოგრამაა.
ცხადია,შენში ღმერთია და ჩემში კი იყო, შენს გამო იყო, როგორც მინაზე დარჩენილი ნახევარწვეთი და ერთი წვიმა...
ხიდან მომწყდარი ფოთოლივით ვეცემი ასფალტს და ვგრძნობ შენს სუნთქვას, როგორც მიზეზს თავისუფლების. მინდა ამ სუნთქვამ დამაწიოს შენს ნაფეხურებს და როგორც ქარმა გამიყოლო, ვერ შემამჩნიო...
მე მალე წავალ... ჩემზე მალე... და ჩემმა წასვლამ სხვაზე მეტად არ გაგაკვირვოს.
შენი ღიმილი, შენი ხელები, შენი მუხლები, შენი თითები... როგორ არ მინდა მივატოვო და ლოცვას ვიწყებ...
შენ მართალი ხარ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|